სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით; გ) ( ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453); დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე: ე.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ე.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ე.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ვ) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%; ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით; თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე − კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით. შენიშვნა: თუ სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. თუკი სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას იყენებს მხოლოდ იმ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს აღემატება, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი აღნიშნული საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად შემოსავალს, სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი არ გადაიხდის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი № 969 - სსმ I, № 41, 30.12.200 8 წ., მუხ.258 საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის კანონი №3661 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.364 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №99 - ვებგვერდი, 23.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1904/4 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №14 · ძალაშია 30 ოქტ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 9
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
„თ“ ქვეპუნქტის შენიშვნას დაემატა ახალი წინადადება 3 000 000 ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე საერთაშორისო აზარტული ტურნირის შესახებ; არსებულ წესში მხოლოდ მართლწერა შესწორდა.
- · გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
- · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
- · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
- · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2016
„ზ“ ქვეპუნქტში ობიექტის გარეთ განთავსებული სალაროს მოსაკრებლის ქვედა ზღვარი გახდა 1 500 ლარი (იყო 1 000 ლარი), ხოლო „თ“ ქვეპუნქტში კლუბის მაგიდის მოსაკრებლის ზედა ზღვარი გახდა 14 000 ლარი (იყო 10 000 ლარი).
- · გამოქვეყნდა 27 აპრ. 2012
- · გამოქვეყნდა 22 დეკ. 2011
მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში სათამაშო აპარატის კვარტალური განაკვეთი გახდა 1 500–3 000 ლარი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს სალაროსი — 3 750–7 500 ლარი.
- · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის კვარტალური მოსაკრებლის ზედა ზღვარი 30 000-დან 90 000 ლარამდე შეიცვალა.
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი
ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო
კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი
ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
ნესტან ანანიძე
სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

