Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებმუხლი 9

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

მუხლი 9. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი

რედაქცია №96 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აზარტული თამაშები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²34567

1.სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

2.სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„მ“ ქვეპუნქტებითა და 10 11 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის  10 1 და 10 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 10​​​ 7 და 10​​​ 8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„მ“ ქვეპუნქტებითა და 10 4 −10 6 და 10 11 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად იმ სამორინის მოწყობის ნებართვის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების  ნებართვა.

2¹.სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ამ ნებართვის მფლობელს შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.

2².თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი სანებართვო მოსაკრებელს იხდის ნებართვის მოქმედების ვადის შესა ბამისი ოდენობით.

3.უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

5.ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა საბუთებთან ერთად, წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.

6.ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.

7.კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდევინებული მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5922-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.42 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4934 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5122 - ვებგვერდი, 19.10.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5248 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5451 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6055 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6214 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6489 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2586 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1824 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №96 · ძალაშია 3 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 ივლ. 2026

    მე-9 მუხლის მე-2 და 2¹ პუნქტებში „ბ“−„ლ“ ქვეპუნქტების მითითება „ბ“−„მ“-ით შეიცვალა და ჩამონათვალში დაემატა სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვები.

  2. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  3. 1 აგვ. 2023· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  4. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
  5. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 29 მაი. 2012

    მე-9 მუხლს დაემატა 2² პუნქტი, რომლის მიხედვით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვის მაძიებელი მოსაკრებელს ნებართვის მოქმედების ვადის შესაბამისი ოდენობით იხდის.

  6. 1 მაი. 2012· გამოქვეყნდა 27 აპრ. 2012

    მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში აზარტული კლუბი ჩართულია ყოველწლიური და წინასწარი გადახდის წესში, პირველი წლის მოსაკრებელი სრულად იხდება. 2¹ პუნქტში ვადაზე ადრე გაუქმებისას დარჩენილი მოსაკრებლის გადაუხდელობის წესი აზარტულ კლუბზეც ვრცელდება.

  7. 3 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2011

    მე-2 პუნქტში ყოველწლიური გადახდის რეჟიმი, რომელიც მხოლოდ სათამაშო აპარატების სალონზე ვრცელდებოდა, გავრცელდა სამორინეზე, ტოტალიზატორზე, ლოტოსა და ბინგოზე; პირველი წლის მოსაკრებელი წინასწარ გადაიხდება.

  8. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011

    მე-9 მუხლში დაემატა მე-2 პუნქტი მოსაკრებლის გადახდის წესისა და ყოველწლიანი გადახდის შესახებ და 2¹ პუნქტი ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმებისას დარჩენილი ნაწილის გადაუხდელობის შესახებ.

  9. 19 ოქტ. 2011

    მე-2 პუნქტიდან ამოღებულია თავისუფალი საწყობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის გამონაკლისი და ყოველწლიური გადახდის წესი; გამონაკლისი და წინასწარ გადახდის წესი დარჩა მხოლოდ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვისთვის.

  10. 30 ივნ. 2011

    მე-9 მუხლში მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა თავისუფალი საწყობისა და სათამაშო აპარატების სალონის მოსაკრებლის ყოველწლიური გადახდით, და დაემატა 2¹ პუნქტი ნებართვის ვადამდე გაუქმებაზე.

  11. 30 ივლ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010
  12. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში გაცემამდე გადახდის წესს დაემატა გამონაკლისი თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვისთვის: 5-წლიანი ყოველწლიური თანაბარზომიერი გადახდა, ამასთან პირველი ნაწილი ნებართვის აღებამდე იხდება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კაზინოს ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • კაზინოს ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • კაზინოს ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • კაზინოსა და აზარტული თამაშების ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №96

  • 12 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 19 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

  • 4სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება
  • 2სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ცნება
  • 10სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 10სალიცენზიო

დაზღვევის შესახებ

  • 24მოსაკრებელი ლიცენზიის მისაღებად

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26²⁰სანებართვო მოსაკრებელი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 6მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი
  • 4მოსაკრებლის ობიექტები
  • 5მოსაკრებლის განაკვეთები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 98 (დანართი 1)სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 37¹

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 55სალიცენზიო მოსაკრებელი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²⁰724106452437¹5598 (დ…109
მითითებამნიშვნელობით ახლოსსალიცენზიო და სანებართ…საქართველოს აღმასრულებ…დაზღვევის შესახებსაქართველოს „წითელი ნუ…სათამაშო ბიზნესის მოსა…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №96 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026