1.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისა და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება/დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა/დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად/დარღვევად.
2.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1822 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

