Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებმუხლი 7

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 7

რედაქცია №48 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აზარტული თამაშებიბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45

1.აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათ გაუქმებას და შესაბამისი მონაცემების უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური.

2.შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადაამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობა და ამ კანონის 35-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო სამორინის მოწყობის შემთხვევაში − დამატებით მათი ამავე კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3.შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3¹.შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, შერჩეული პირის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანერგოს კონტროლის ელექტრონული სისტემა და როგორც შემოწმების ფარგლებში, ისე მიმდინარე რეჟიმში გააკონტროლოს სანებართვო პირობების შესრულება, მათ შორის, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტის არსებობისას სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება ჩაატაროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, მოქმედი ნებართვის პერიოდისთვისაც.

4.ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგადასახადო ორგანო ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებისა და ამავე კანონის 37 2 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.

5.ნებართვის მფლობელი ვალდებულია სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2670 - სსმ I, №7, 09.03.2009 წ., მუხ.29 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3601 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.353 საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №44 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 1 სექ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  2. 1 სექ. 2021· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
  3. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

    მე-7 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომელიც სანებართვო პირობების დარღვევისათვის ჯარიმის დამკისრებელ ორგანოებად ასახელებს შემოსავლების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო ჯარიმების გადახდის ადმინისტრირებას საგადასახადო ორგანოს აკისრებს საგადასახადო კოდექსის წესებით.

  4. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 9 მარ. 2010

    მე-7 მუხლს დაემატა 1 პუნქტი, რომელიც ნებართვის გაცემის, გაუქმების, ცვლილებებისა და რეესტრში გატარების უფლებამოსილ ორგანოდ ასახელებს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს.

  5. 11 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2009

    პირველ პუნქტში ნებართვის გაცემის, გაუქმებისა და რეესტრში გატარების უფლებამოსილება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს გადაეცა. ძველი მე-2 პუნქტის ნაცვლად დაემატა მე-2–მე-4 პუნქტები დოკუმენტების გადამოწმების, კონტროლისა და დაჯარიმება-ადმინისტრირების წესზე.

  6. 26 მარ. 2009
  7. 1 სექ. 2007· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    მე-7 მუხლი ორ პუნქტად დაიყო: პირველი პუნქტით ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს ნებართვის გაცემას, გაუქმებას, ცვლილებებსა და რეესტრში რეგისტრაციას, ხოლო მე-2 პუნქტით სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაჯარიმებას ახორციელებს ფინანსთა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო.

  8. 3 იან. 2006· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2005

    მე-7 მუხლში ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილებათა ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა ნებართვის მფლობელთა დაჯარიმება სანებართვო პირობების დარღვევისათვის, ამოიღეს შეჩერება და განახლება, ხოლო სანებართვო კანონზე მითითება განზოგადდა.

  9. 31 დეკ. 2005
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 7¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აზარტული თამაშების უკანონო მოწყობა (მუხლი 192)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აზარტული თამაშების სამართალისერვისის გვერდი
  • კაზინოს ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • კაზინოს ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №48

  • 9 ცვლილება · ბოლო 24 თებ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 18 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 24მუხლი 35მუხლი 37²

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 24²
  • 24¹
  • 21

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 93 (დანართი 1)აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის , სისტემურ - ელექტრონული ფორმით აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან / და აზარტული ან / და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა
  • 105¹ (დანართი 1)აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემა
  • 95 (დანართი 1)სანებართვო მოწმობის გაცემა

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 5საქმიანობის ნუსხა, რომელზეც ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 4მოსაკრებლის ობიექტები
  • 3მოსაკრებლის გადამხდელი

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

  • 9სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 34პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5⁷საქმიანობის შემოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
94334243537²3824²24¹2193 (დ…105¹ …95 (დ…57
მითითებამნიშვნელობით ახლოსლატარიების, აზარტული დ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს აღმასრულებ…სათამაშო ბიზნესის მოსა…სალიცენზიო და სანებართ…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №48 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026