ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 32

რედაქცია №49 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა. თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ასლი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება.

1¹.აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში).

1².დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემოსავლების სამსახური. ამ მუხლის 1 1 პუნქტის მიზნებისთვის შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.

2.აკრძალულია 18 წლამდე პირზე ლატარიის ბილეთის გაყიდვა ან/და სხვაგვარი გავრცელება და მოგების გაცემა.

2¹.აკრძალულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი პირის მიერ საქართველოს მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება.

3.ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 5 წლის განმავლობაში ინახება სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბაზაში/არქივში. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი მესამე პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4127 -სსმI,№75,27.12.2010 წ.,მუხ.487 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5385 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1185 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1822 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა. თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ასლი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება. 1 1 . აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში). 1 2 . დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემოსავლების სამსახური. ამ მუხლის 1 1 პუნქტის მიზნებისთვის შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას. 2. აკრძალულია 18 წლამდე პირზე ლატარიის ბილეთის გაყიდვა ან/და სხვაგვარი გავრცელება და მოგების გაცემა. 2 1 . აკრძალულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი პირის მიერ საქართველოს მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება. 3. ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 5 წლის განმავლობაში ინახება სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბაზაში/არქივში. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი მესამე პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4127 -სსმI,№75,27.12.2010 წ.,მუხ.487 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5385 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1185 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1822 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №48 · ძალაშია 3 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2022 – 1 მარ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. დაემატა 2¹ პუნქტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელებს უკრძალავს საქართველოს მოქალაქის სისტემურ-ელექტრონულ თამაშობებში დაშვებას.

  2. · გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  3. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
  4. · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
  5. · გამოქვეყნდა 27 აპრ. 2012

    32-ე მუხლის პირველ პუნქტში 21 წლამდე ასაკის პირებზე შეზღუდვა ახლა აზარტულ კლუბსაც ეხება სამორინესთან ერთად; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებითია.

  6. · გამოქვეყნდა 22 დეკ. 2011

    32-ე მუხლის პირველ პუნქტში არასრულწლოვანთა მონაწილეობის აკრძალვა პირდაპირ მოიცავს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებს და შესვლის აკრძალვის ფორმულირება შეიცვალა.

  7. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2010

    32-ე მუხლის პირველ პუნქტში ორგანიზატორის მიერ ასაკის შემოწმების ვალდებულება დაკავშირებულია გონივრული ვარაუდის საფუძვლის არსებობასთან.

  8. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    საყოველთაო 18-წლიანი აკრძალვის ნაცვლად სამორინეში ასაკობრივი ზღვარი 21 წელია, სათამაშო აპარატებსა და სხვა მომგებიან თამაშობებზე — 18 წელი, ხოლო ორგანიზატორს დაემატა ასაკის შემოწმების ვალდებულება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁸⁵21⁸⁶21⁸⁹176¹176176⁵5353756⁴105¹ …6432
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ლატარიების, აზარტული დ…ბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს ადმინისტრა…მაუწყებლობის შესახებგადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №49 · ბოლოს შემოწმდა