კულტურის შესახებ

მუხლი 29. კულტურისა და კულტურული მოღვაწეობის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 14 მაი. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.საქართველოში კულტურის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო გარანტიის საფუძველია საქართველოს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება.

2.სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კულტურული მოღვაწეობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის) შესაბამისად.

3.სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების ქველმოქმედებასა და სპონსორობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო და სხვაგვარი შეღავათების დაწესებით.

4.ცენტრალური ბიუჯეტიდან და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან კულტურის სახელმწიფო დაფინანსების საერთო მოცულობა რეგულარულად ზუსტდება იმ დამატებითი დანახარჯების ასანაზღაურებლად, რომლებიც ფასების, ტარიფებისა და ხელფასების ზრდითაა გამოწვეული.

5.კულტურული პროგრამების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარების ფონდების შექმნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.არასაბიუჯეტო წყაროებიდან თანხების მოზიდვა არ იწვევს სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების შემცირებას კულტურის სფეროში.

7.სამინისტრო აფინანსებს კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ან ახორციელებს მათ ფინანსურ ხელშეწყობას საკუთარი უფლებამოსილებების, მათ შორის, საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამების/ქვეპროგრამების, ფარგლებში. ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5294 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №581 – ვებგვერდი, 16.05.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოში კულტურის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო გარანტიის საფუძველია საქართველოს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება. 2. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კულტურული მოღვაწეობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის) შესაბამისად. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების ქველმოქმედებასა და სპონსორობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო და სხვაგვარი შეღავათების დაწესებით. 4. ცენტრალური ბიუჯეტიდან და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან კულტურის სახელმწიფო დაფინანსების საერთო მოცულობა რეგულარულად ზუსტდება იმ დამატებითი დანახარჯების ასანაზღაურებლად, რომლებიც ფასების, ტარიფებისა და ხელფასების ზრდითაა გამოწვეული. 5. კულტურული პროგრამების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარების ფონდების შექმნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. არასაბიუჯეტო წყაროებიდან თანხების მოზიდვა არ იწვევს სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების შემცირებას კულტურის სფეროში. 7. სამინისტრო აფინანსებს კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ან ახორციელებს მათ ფინანსურ ხელშეწყობას საკუთარი უფლებამოსილებების, მათ შორის, საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამების/ქვეპროგრამების, ფარგლებში. ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5294 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №581 – ვებგვერდი, 16.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 16 მაი. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28627556231918232543129
მნიშვნელობით ახლოსკულტურის შესახებმუზეუმების შესახებშემოქმედ მუშაკთა და შე…ეროვნული კინემატოგრაფი…პროფესიული თეატრების შ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა