1.ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად.
2.ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს, გარდა ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე ისე დაქორწინდა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა ოჯახის შექმნა, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.
2¹.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.
3.ქორწინება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ფიქციურად, თუ რეგისტრირებულ პირებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე ფაქტობრივად უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20 საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1814 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად. 2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოსსააგენტოს,ტერიტორიულგარდასამსახურს,ამმუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისეისე,დაქორწინდა, რომ მიზნადმისიმიზანი არ ისახავდაყოფილა ოჯახის შექმნას,შექმნა, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია. 2 1 . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. 3. ქორწინება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ფიქციურად, თუ რეგისტრირებულ პირებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე ფაქტობრივად უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20 საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1814 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
რედაქციების შედარება
ტექსტობრივი ცვლილება არ არის
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს კანონი ოჯა…საქართველოს ზოგადი ადმ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია,