საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 344³. ფიქციური ქორწინება

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ფიქციური ქორწინების რეგისტრაცია ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, ესე იგი საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ქორწინების რეგისტრაცია ან/და რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით − ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ან ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა:

1.ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

2.პირი, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი გამოძიების დაწყებამდე ნებაყოფლობით და წერილობით აცნობებს ფიქციური ქორწინების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა დადგენას და მის ქმედებაში არ იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1806 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 31 მარ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №294 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან · იცვლება 31 მარ. 2027-დან

ფიქციური ქორწინების რეგისტრაცია ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, ესე იგი საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ქორწინების რეგისტრაცია ან/და რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით − ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ან ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. 2. პირი, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი გამოძიების დაწყებამდე ნებაყოფლობით და წერილობით აცნობებს ფიქციური ქორწინების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა დადგენას და მის ქმედებაში არ იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1806 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 აგვ. 1999 – 1 ივლ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²344¹3441911145216260269272274278635116¹73¹344³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა