საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 356. სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებით სასამართლო, თუ ამას მოითხოვენ მხარეები თავიანთი განცხადებით, გადაწყვეტს: ა) ქორწინებაში დაბადებულ ბავშვზე მშობელთა საერთო ზრუნვის საკითხს; ბ) ერთ-ერთი მშობლის ქორწინებაში დაბადებულ ბავშვთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხს; გ) ბავშვის ერთ-ერთი მშობლისათვის გადაცემის საკითხს; დ) ქორწინებაში დაბადებული ბავშვისათვის მატერიალური დახმარების გაწევის (რჩენის) საკითხს; ე) მეუღლეთა ურთიერთრჩენის საკითხს.

2.განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობისა და მათი შედეგების შესახებ სასამართლოს გამოაქვს ერთიანი გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ცალკე გამოყოფს ქორწინების საქმეებიდან გამომდინარე სხვა საქმეებს, მაშინ მას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებზე გამოაქვს განჩინება. ასეთი განჩინების მიმართ დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა. თავი XLIV (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999 წ., მუხ.245

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №124 · ძალაშია 16 აპრ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 დეკ. 2006 – 22 დეკ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19350422¹112711461143124758446967356
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…შვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა