„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 34. სახელმწიფო ფინანსური ნორმატივები განათლების სფეროში
1. განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსური ნორმატივი არის სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის განხორციელებისათვის აუცილებელი თანხების ოდენობა, რომელიც განისაზღვრება თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის, სტანდარტის, პროგრამის ყოველი სასწავლო წლისა და ერთი მოსწავლისა და სტუდენტისათვის.
2. განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს შეიმუშავებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო საქართველოს განათლების, ფინანსთა და სხვა შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და ამტკიცებს მათთან შეთანხმებით.
3. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შესრულების ღირებულება აღემატება სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ეძლევა დამატებითი დაფინანსება.
