პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 30. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროები და მუნიციპალიტეტები. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განახორციელონ აგრეთვე სხვა უწყებებმა და ორგანიზაციებმა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფენ პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირში − საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად.

3.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის შემოსულობები და გადასახდელები მის ბიუჯეტში აისახება. კოლეჯს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი აქვს ანგარიში და აქვს ბეჭედი.

4.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება შესაძლებელია დაფინანსდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან.

5.პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება შეიძლება განახორციელონ ფიზიკურმა პირებმა და კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროები და მუნიციპალიტეტები. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განახორციელონ აგრეთვე სხვა უწყებებმა და ორგანიზაციებმა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფენ პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირში − საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად. 3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის შემოსულობები და გადასახდელები მის ბიუჯეტში აისახება. კოლეჯს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი აქვს ანგარიში და აქვს ბეჭედი. 4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება შესაძლებელია დაფინანსდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან. 5. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება შეიძლება განახორციელონ ფიზიკურმა პირებმა და კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1521⁸52⁸7946¹2 (და…737927102730
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული განათლების …ეროვნული საკვალიფიკაცი…უმაღლესი განათლების შე…დასაქმების ხელშეწყობის…სოციალური დახმარების შ…სახელმწიფო ენის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა