„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
მუხლი 14. საქართველოს მთავრობა
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა: ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) განსაზღვრავს რეგულირებად პროფესიებს, რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს; გ) რეგულირებადი პროფესიებისათვის განსაზღვრავს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩამტარებელ ორგანოს; დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებს და ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას; ე) (ამოღებულ ია – 28.06.2013, №780 ); ვ) (ამოღებულია); ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით პროფესიული სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესს. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4786 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ.
