პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 2. პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებია: ა) ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბ) სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული  განვითარების ხელშეწყობა; გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა; დ) საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და შეთავსებადობა.

2.პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) პროფესიული განათლების ყველასთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას; ბ) სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი ფორმების (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და სხვა) და ინოვაციური მიდგომების შეთავაზებას ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით; გ) პროფესიული განათლების ზოგად განათლებასა და უმაღლეს განათლებასთან კავშირის უზრუნველყოფას და პროფესიული განათლების სისტემის მოქნილობას; დ) პროფესიული განათლების შრომის ბაზარზე არსებული და სამომავლო მოთხოვნებისთვის მორგებას და პირის დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის მომზადებას; ე) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებას, არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების შექმნას, კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის განვითარებას; ვ) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარებას; ზ) შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობას მისი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების გზით; თ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობას; ი) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარებას; კ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის ჩამოყალიბებას; ლ) პროფესიული სტუდენტისა და პროფესიული განათლების მასწავლებლის მობილობის ხელშეწყობას; მ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებია: ა) ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბ) სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული  განვითარების ხელშეწყობა; გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა; დ) საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და შეთავსებადობა. 2. პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) პროფესიული განათლების ყველასთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას; ბ) სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი ფორმების (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და სხვა) და ინოვაციური მიდგომების შეთავაზებას ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით; გ) პროფესიული განათლების ზოგად განათლებასა და უმაღლეს განათლებასთან კავშირის უზრუნველყოფას და პროფესიული განათლების სისტემის მოქნილობას; დ) პროფესიული განათლების შრომის ბაზარზე არსებული და სამომავლო მოთხოვნებისთვის მორგებას და პირის დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის მომზადებას; ე) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებას, არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების შექმნას, კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის განვითარებას; ვ) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარებას; ზ) შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობას მისი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების გზით; თ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობას; ი) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარებას; კ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის ჩამოყალიბებას; ლ) პროფესიული სტუდენტისა და პროფესიული განათლების მასწავლებლის მობილობის ხელშეწყობას; მ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2331 (და…2 (და…4121637832
მნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …უმაღლესი განათლების შე…სპეციალური პროფესიული …ეროვნული საკვალიფიკაცი…შეზღუდული შესაძლებლობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა