სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 46⁸. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვას და სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისა. აღნიშნულ პირთა ამ კანონის შესაბამისად სამხედრო აღრიცხვას და სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აჟარის მუნიციპალიტეტი.

2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს.

3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას რამდენიმე გამწვევი კომისია და განსაზღვროს მათი შემადგენლობები.

4.სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო/უწყება ვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მიაწოდოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვას და სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისა. აღნიშნულ პირთა ამ კანონის შესაბამისად სამხედრო აღრიცხვას და სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აჟარის მუნიციპალიტეტი. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას რამდენიმე გამწვევი კომისია და განსაზღვროს მათი შემადგენლობები. 4. სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო/უწყება ვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მიაწოდოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 ივლ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აპრ. 1999 – 8 აგვ. 2014 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 6 აპრ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. დაემატა 46⁸ მუხლი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აკისრებს დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ორგანიზებას, გამონაკლისად აჟარის მუნიციპალიტეტიდან დევნილები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1943920¹³96223 (და…24198180595546⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს ოკუპირებულ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს მოქალაქეთა…სოციალური დახმარების შ…