Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 180

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 180. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზება გარდამავალ პერიოდში

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920

1.2024 წლის 1 იანვრამდე: ა) ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელმა, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა სტრუქტურულმა ერთეულმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულმა ერთეულმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა − დევნილებისა) დაკავშირებით − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან დაკავშირებით − აჟარის მუნიციპალიტეტმა; ბ) შესაბამისმა უწყებამ/ორგანომ/სასწავლებელმა/დამსაქმებელმა ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელთან/მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სტრუქტურულ ერთეულთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთან ან/და სამინისტროსთან მიმართებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა − დევნილებისა) დაკავშირებით − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მიმართებით, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან დაკავშირებით − აჟარის მუნიციპალიტეტთან მიმართებით.

2.2024 წლის 1 იანვრამდე პირი ვალდებულია სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სტრუქტურულ ერთეულში/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში.

3.ამ კოდექსით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება.

4.მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს: ა) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ბ) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ 2024 წლის 1 იანვრამდე − სამინისტრო.

5.ამ კოდექსის 55-ე მუხლის მე-7 ნაწილით, მე-60 მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 69-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 70-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.

6.მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში, თიღვის, ქურთის, ერედვის, ახალგორის მუნიციპალიტეტში − გამგეობაში), ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

7.2024 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის იქმნება მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევი კომისია. მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევი კომისიის შემადგენლობას − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი. აღნიშნული გამწვევი კომისიის შემადგენლობაში წევრების სტატუსით შედიან სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამწვევი კომისიის შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მოსამსახურე.

8.2024 წლის 1 იანვრამდე გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრამდე მიყვანას და უკან მგზავრობას, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში წვევამდელის კვებას (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონი. აღნიშნულ ვალდებულებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ნებაყოფლობით ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის გამოცხადების ადგილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს სცილდება.

9.2024 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტრუქტურული ერთეული/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეული სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს, აგრეთვე გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაციას მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის სამინისტროს, რომელიც ამ მონაცემებსა და ინფორმაციას შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

10.(ამოღებულია - 02.11.2023, №3656).

11.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კოდექსით მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს.

12.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას რამდენიმე გამწვევი კომისია და განსაზღვროს მათი შემადგენლობები.

13.ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სარეზერვო სამხედრო სამსახურს.

14.ამ კოდექსის ამოქმედებამდე სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის შესაბამის კატეგორიაში აღრიცხვისთვის ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების განხორციელებას.

15.პირს, რომელმაც ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოთქვა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის სურვილი და გადაიხადა მოსაკრებელი, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით შეუძლია ისარგებლოს მოსაკრებლის გადახდიდან 18 თვის ვადით, 25 წლის მიღწევამდე.

16.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს მოქალაქის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების, აგრეთვე მოქალაქის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვისა და აღნიშნული სტატუსის გადამოწმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას: ა) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის; ბ) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ − სამინისტროსთვის.

17.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (მონაცემების) ელექტრონული ბაზის შექმნას.

18.წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი 2025 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრავს იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს.

19.2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 2 000 ლარია. პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე.

20.სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელმა სუბიექტმა უზრუნველყოს: ა) ამ ნაწილის ამოქმედებამდე რეზერვში ჩარიცხული ან ჩასარიცხი პირის რეზერვის შესაბამის კატეგორიაში აღრიცხვა და მისთვის სამხედრო წოდების მინიჭება (ასეთი წოდების არარსებობის შემთხვევაში); ბ) იმ პირის რეზერვის შესაბამის კატეგორიაში აღრიცხვა, რომელმაც ამ კოდექსის ამოქმედებამდე სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, არანაკლებ 12 თვის ვადით და რომელსაც შეუწყდა შესაბამისი კონტრაქტი. საქართველოს 2023 წლის 2 ნოემბრის კანონი №3656 – ვებგვერდი, 13.11.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 16 დეკ. 2025 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 1 ივლ. 2025 – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

  4. 26 ივნ. 2025 – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

  5. 1 იან. 2025 – 26 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2025

    180-ე მუხლს დაემატა 2⁰ პუნქტი, რომელიც სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს აკისრებს რეზერვში აღრიცხვისა და წოდების მინიჭების ვალდებულებას ორი კატეგორიის პირზე.

  2. 13 ნოე. 2023

    180-ე მუხლის პირველ ნაწილში აფხაზეთიდან და აჟარის მუნიციპალიტეტიდან დევნილებთან დაკავშირებული უფლებამოსილებები ცალკე მიეკუთვნა აფხაზეთის მთავრობას და აჟარის მუნიციპალიტეტს („ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები), ხოლო მე-10 ნაწილი ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 179შემდეგი მუხლი 181

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 2 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2025

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 57წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა
  • 60სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები
  • 59სპეციალური სამხედრო აღრიცხვა

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 46⁸აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება
  • 14წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა
  • 16პირის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 18⁴არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები გარდამავალ პერიოდში

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 18საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 12სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევა
  • 27გარდამავალი დებულებანი

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18⁴46⁸141630¹181227576059145180
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…არასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს დაზვერვის …თავდაცვის კოდექსისაქართველოს მოქალაქეებ…თავდაცვის ძალების რეზე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026