საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 20¹³

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე ენიჭებათ პირადი ნომერი.

2.პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების უფლება არა აქვს პირს, ხოლო რეგისტრაციის უფლება − აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან/და პასპორტი.

3.პირადობის ნეიტრალურ მოწმობას და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს არეგისტრირებს სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.

4.პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5.პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის საკითხზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

6.პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკები და მათი აღწერილობები, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, მათი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტების გაცემისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

7.პირადობის ნეიტრალურ მოწმობაზე ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 11 1 მუხლის მოქმედება.

8.აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

9.აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული, ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 11 1 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.

10.ამ მუხლის მიზნებისათვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირების ლეგიტიმურად ცხოვრების საკითხის გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4986 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3938 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2473 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2637 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე ენიჭებათ პირადი ნომერი. 2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების უფლება არა აქვს პირს, ხოლო რეგისტრაციის უფლება − აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან/და პასპორტი. 3. პირადობის ნეიტრალურ მოწმობას და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს არეგისტრირებს სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. 4. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის საკითხზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 6. პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკები და მათი აღწერილობები, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, მათი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტების გაცემისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 7. პირადობის ნეიტრალურ მოწმობაზე ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 11 1 მუხლის მოქმედება. 8. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 9. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული, ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 11 1 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება. 10. ამ მუხლის მიზნებისათვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირების ლეგიტიმურად ცხოვრების საკითხის გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4986 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3938 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2473 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2637 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 ივლ. 2018 – 15 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  2. · გამოქვეყნდა 21 ივნ. 2018
  3. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

    მე-4 პუნქტში ნეიტრალური მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ტერიტორიული სამსახურის ურთიერთობის წესი ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მოიცავს და ერთობლივი ბრძანების ნაცვლად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

  4. დაემატა 20¹³ მუხლი, რომელიც აწესრიგებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემას, გამორიცხვის შემთხვევას, გამცემ ორგანოს და კანონქვემდებარე რეგულირებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48211¹20²1¹13663 (და…330¹3131120¹³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს საგადასახა…ამნისტიის შესახებგადასახადების ადმინისტ…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა