Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებმუხლი 6

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 6. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ვალდებულებანი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 12.10.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: თავდაცვის კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹234567891011

1.მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია შეატყობინოს პირს (წვევამდელს, სამობილიზაციო რეზერვისტს (შემდგომ − რეზერვისტი)) მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში მისი გამოძახების შესახებ. სახელმწიფო უწყება/დამსაქმებელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირის შეტყობინება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) გამოძახების შესახებ დაუყოვნებლივ გადასცეს მის თანამშრომელს.

1¹.წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი მას აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან ერთად აცნობებს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.

2.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირები ვალდებული არიან, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღონ სამხედროვალდებული სამუშაოზე ან არ ჩარიცხონ სასწავლებელში.

3.(ამოღებულია).

4.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში არსებული უწყებები ვალდებული არიან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში: ა) შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესახებ, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს, მაგრამ არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე; ბ) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) რეგისტრაციაში გატარებიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობონ შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს მისი რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და ახალი მისამართი.

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებული არიან, შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტში შეტანილი ცვლილების შესახებ.

6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სამსახურში გაწვევას ანდა სამხედრო სამსახურის გავლას.

7.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოცხადებას ანდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას.

8.გამოძიების ორგანოები ვალდებული არიან, შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.

9.სასამართლო ვალდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე, ხოლო სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულის თაობაზე აცნობებს აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სამუშაო ადგილზე.

10.შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. [ 10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შემდეგი ინფორმაციის ელექტრონული სახით რეალურ დროში ხელმისაწვდომობას: ა) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ; ბ) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

11.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე‐10 პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის/თბილისის რაიონისთვის გადაცემას. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ. 65 საქართველოს 200 7 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, № 29, 27.07.2007წ., მუხ. 308 საქართველოს 200 8 წლის 21 მარტის კანონი №5979 - სსმ I, № 9, 04.04.2008 წ., მუხ. 66 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2041 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3122 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №80 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023
  2. 1 ივნ. 2018· გამოქვეყნდა 26 მარ. 2018
  3. 8 აგვ. 2014

    მე-9 და მე-10 პუნქტებში შეტყობინების ადრესატია შესაბამისი მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის ნაცვლად; მე-9 პუნქტში სამხედრო მოსამსახურის სამუშაო ადგილზე შეტყობინების წესი ახლებურად არის ჩამოყალიბებული.

  4. 4 აპრ. 2008

    მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულია: პირადობის მოწმობის გაცემის აკრძალვა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე აღარ არსებობს. დანარჩენი პუნქტები ნაჩვენებ ფრაგმენტში უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5¹შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №81

  • 4 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2023
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 14 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30

მიუთითებენ მასზე

მუხლი 46მუხლი 46⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 60სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები
  • 180მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზება გარდამავალ პერიოდში
  • 71წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებები

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 6მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ვალდებულებები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰³წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 18⁴არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 204სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 9

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 197სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის (წვევამდელის) მიერ ინფორმაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა

პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

  • 14 (დანართი 1)მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა უფლებამოსილება

მობილიზაციის შესახებ

  • 10მოქალაქეთა მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1021¹⁰³19718⁴9304646⁸20414 (დ…660180711456
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსისქესობრივი თავისუფლები…საქართველოს ადმინისტრა…არასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს სისხლის სა…