საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 110. მტკიცებულების ცნება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.

2.მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დასაშვებია: ა) ეჭვმიტანილის ჩვენება; ბ) ბრალდებულის ჩვენება; გ) განსასჯელის ჩვენება; დ) დაზარალებულის ჩვენება; ე) მოწმის ჩვენება; ვ) ექსპერტის დასკვნა; ზ) ნივთიერი მტკიცებულებანი; თ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმები; ი) სხვა დოკუმენტები; კ) ნებისმიერი სახის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის მოპოვებისას ადგილი არ ჰქონია პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას. ამ შემთხვევაში ფარული გადაღების მწარმოებელი პირი დაკითხული უნდა იქნეს სასამართლოში მოწმის სახით ფარული ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით.

2¹.სისხლის სამართლის პროცესში პირის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად დასაშვებია ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერი, თუ იგი დაფიქსირებულია: ა) ფარულად იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგ მიმართული იყო დანაშაული და რომელიც არის საუბრის ან ქმედების მონაწილე; ბ) ტექნიკური საშუალებით შემთხვევით, რაც ასახავს განხორციელებულ ქმედებას.

2².ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება სასამართლო გადაწყვეტილებით.

3.მოპოვებული და მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები უნდა დაერთოს საქმეს. ისინი უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს მეორე მხარემ, აგრეთვე ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს. მხოლოდ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული სასამართლო კამათსა და სასამართლო განაჩენში.

4.კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებით მიღებული მონაცემები შეიძლება გახდეს ამა თუ იმ საპროცესო წყაროს ცნობისა და ფაქტის (დოკუმენტის გარდა) შინაარსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშვება როგორც მტკიცებულებები. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 13

ყველა გადაწყვეტილება
  • №856აპ-092010-03-0521
    საკასაციო არსებითი (T2)

    საპროცესო მოქმედებისა და მტკიცებულების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ შეაფასა მტკიცებულებათა დასაშვებობისა და მსჯავრდებულის მონაწილეობის შესახებ საჩივარი და იგი უსაფუძვლოდ მიიჩნია. პალატამ განმარტა, რომ საპროცესო მოქმედება ან გადაწყვეტილება მტკიცებულების მსგავსად დაუშვებლად ვერ იქნება ცნობილი და მისი გასაჩივრება ან გაუქმება დადგენილი წესით არის შესაძლებელი. ჯგუფური ყაჩაღობისათვის უფრო მსუბუქი ახალი კანონის საფუძველზე პალატამ ქმედება გადააკვალიფიცირა და საბოლოოდ ძალაში დატოვა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №151აპ2009-03-0425
    საკასაციო არსებითი (T2)

    ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდების მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურება

    საკასაციო პალატამ შეაფასა ძარცვისა და ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული პირის და მისი დამცველის საჩივრები, რომლებიც მტკიცებულებათა საკმარისობას ეჭვქვეშ აყენებდა. პალატამ მიიჩნია, რომ ბრალეულობა მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა და სასჯელის შეცვლის საფუძველი არ არსებობდა. ორივე საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამ მსჯავრდებულს საბოლოოდ დარჩა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, პალატამ ამნისტიის საფუძველზე ხულიგნობისთვის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გაათავისუფლა ორი სხვა მსჯავრდებული.

  • №167საზ2008-11-1221
    საკასაციო არსებითი (T2)

    კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა

    პალატამ განიხილა მსჯავრდებულის საჩივარი ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე. მან დაასკვნა, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებებს არ წარმოადგენდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინება უცვლელად დარჩა; საჩივრის ავტორის მიმართ საბოლოოდ ძალაში დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების 3 წლით აკრძალვა.

  • №1938აპ2008-02-0816
    საკასაციო არსებითი (T2)

    სასამართლო გამოძიების შეკვეცა

    საკასაციო პალატამ განიხილა დაცვის მხარის პრეტენზია სასამართლო გამოძიების შეკვეცისა და მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ სასამართლო გამოძიება კანონის დაცვით შეიკვეცა, მტკიცებულებები გამოიკვლიეს და დაცვის უფლების განხორციელებისთვის საკმარისი დრო მიეცათ. ამნისტიის საფუძველზე სასამართლომ ერთ-ერთი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი გაანახევრა და საბოლოოდ მსჯავრდებულს 13 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

  • №632აპ2007-07-1625
    საკასაციო არსებითი (T2)

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

    საქმე ეხებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას მაღაზიის პრივატიზაციისას და მტკიცებულებათა შეფასებას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ფიზიკური პირის ინტერესების არსებითი დარღვევის შესახებ და სახელმწიფოს ინტერესების დარღვევის ბრალდებიდან ამორიცხვა სწორად მიიჩნია. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ხანდაზმულობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ძალაში დარჩა.

  • №22I2007-06-2715
    საკასაციო არსებითი (T2)

    საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენა

    საკასაციო პალატამ განიხილა, რა შემადგენლობით უნდა ემსჯელა სააპელაციო სასამართლოს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე. პალატამ დაადგინა, რომ რადგან სააპელაციო განაჩენი სამი მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლომ გამოიტანა, ვადის აღდგენის საკითხიც კოლეგიურად უნდა განხილულიყო. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ვადის აღდგენაზე უარის დადგენილება და საქმე იმავე სასამართლოს ახალი განხილვისთვის დაუბრუნა; ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი ამ განჩინებით არ შეცვლილა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს. 2. მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დასაშვებია: ა) ეჭვმიტანილის ჩვენება; ბ) ბრალდებულის ჩვენება; გ) განსასჯელის ჩვენება; დ) დაზარალებულის ჩვენება; ე) მოწმის ჩვენება; ვ) ექსპერტის დასკვნა; ზ) ნივთიერი მტკიცებულებანი; თ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმები; ი) სხვა დოკუმენტები; კ) ნებისმიერი სახის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის მოპოვებისას ადგილი არ ჰქონია პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას. ამ შემთხვევაში ფარული გადაღების მწარმოებელი პირი დაკითხული უნდა იქნეს სასამართლოში მოწმის სახით ფარული ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით. 2 1 . სისხლის სამართლის პროცესში პირის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად დასაშვებია ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერი, თუ იგი დაფიქსირებულია: ა) ფარულად იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგ მიმართული იყო დანაშაული და რომელიც არის საუბრის ან ქმედების მონაწილე; ბ) ტექნიკური საშუალებით შემთხვევით, რაც ასახავს განხორციელებულ ქმედებას. 2 2 . ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება სასამართლო გადაწყვეტილებით. 3. მოპოვებული და მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები უნდა დაერთოს საქმეს. ისინი უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს მეორე მხარემ, აგრეთვე ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს. მხოლოდ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული სასამართლო კამათსა და სასამართლო განაჩენში. 4. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებით მიღებული მონაცემები შეიძლება გახდეს ამა თუ იმ საპროცესო წყაროს ცნობისა და ფაქტის (დოკუმენტის გარდა) შინაარსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშვება როგორც მტკიცებულებები. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    110-ე მუხლის პირველი ნაწილიდან მომკვლევი ამოღებულია და ტერმინოლოგია შეიცვალა; მე-2 ნაწილის ჩამონათვალს დაემატა „კ“ ქვეპუნქტი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის შესახებ და ფარული გადაღების მწარმოებლის მოწმედ დაკითხვის წესი.

  2. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    110-ე მუხლს დაემატა 2¹ და 2² ნაწილები, რომლებიც ადგენს ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობის ორ პირობას და ითვალისწინებს მისი დასაშვებობის სასამართლო გადაწყვეტილებით გადაწყვეტას.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    110-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩამონათვალში დაემატა განსასჯელის ჩვენება („გ“) და მომდევნო ქვეპუნქტები გადაინომრა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
412362374015413410335823924859110
მნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…არბიტრაჟის შესახებ