საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 416. საქმის სასამართლოში გაგზავნა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საბრალდებო დასკვნა დაერთვის საქმეს.

2.საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ პროკურორი საბრალდებო დასკვნის ასლს აბარებს ბრალდებულს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი უნდა ჩაბარდეს მის დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.

3.პროკურორის მიერ საბრალდებო დასკვნის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა საქმე განსჯადობის მიხედვით უნდა გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს.

4.სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შემდეგ ყოველგვარი შუამდგომლობა და საჩივარი წარედგინება უშუალოდ სასამართლოს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №5I2006-06-1210
    კერძო საჩივარი (T4)

    საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, არსებობდა თუ არა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საფუძველი უფრო მძიმე ბრალდების წარდგენის მიზნით. პალატამ მიიჩნია, რომ პროკურორის შესაბამისი შუამდგომლობის შემთხვევაში საქმის დაბრუნებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად მოითხოვდა. დაცვის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განჩინება უცვლელად დარჩა; სასჯელი არ დანიშნულა.

  • №5I2006-06-1210
    კერძო საჩივარი (T4)

    საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება

    საკასაციო პალატამ განიხილა, არსებობდა თუ არა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი უფრო მძიმე ბრალდების წარსადგენად. პალატამ მიიჩნია, რომ პროკურორის ასეთი შუამდგომლობისას 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილი საქმის დაბრუნებას იმპერატიულად ითვალისწინებდა. დაცვის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისა და ბრალდებულის მშობლების მეთვალყურეობაში გადაცემის შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა; საბოლოო სასჯელი არ დანიშნულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბრალდებო დასკვნა დაერთვის საქმეს. 2. საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ პროკურორი საბრალდებო დასკვნის ასლს აბარებს ბრალდებულს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი უნდა ჩაბარდეს მის დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს. 3. პროკურორის მიერ საბრალდებო დასკვნის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა საქმე განსჯადობის მიხედვით უნდა გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს. 4. სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შემდეგ ყოველგვარი შუამდგომლობა და საჩივარი წარედგინება უშუალოდ სასამართლოს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №71 · ძალაშია 17 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

  2. 23 მარ. 2004 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    416-ე მუხლში დამცველისთვის საბრალდებო დასკვნის ასლის ჩაბარების წესი ახლა დამოკიდებულია მხოლოდ ბრალდებულის მიერ გამოცხადებისთვის თავის არიდებაზე.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    416-ე მუხლის მე-2 პუნქტში ასლის ჩაბარება საბრალდებო დასკვნის შედგენას უკავშირდება და მას მხოლოდ პროკურორი ახორციელებს, საგამოძიებო ორგანოს ფორმულირება ერთ. რიცხვშია; მე-3 პუნქტში 48-საათიანი ვადა პროკურორის მიერ დასკვნის შედგენიდან აითვლება.

  3. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2005

    416-ე მუხლში საბრალდებო დასკვნის ასლის დამცველისთვის ჩაბარების წესი ახლა ქურდული სამყაროს წევრსაც მოიცავს.

  4. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    416-ე მუხლის მე-2 ნაწილში საბრალდებო დასკვნის ასლის გადაცემის ფორმა გაგზავნიდან ჩაბარებად შეიცვალა.

  5. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    416-ე მუხლში საბრალდებო დასკვნის ასლის დამცველისთვის ჩაბარების წესი რეკეტირზეც ვრცელდება.

  6. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    416 მუხლის მე-2 ნაწილში თანამდებობის პირი ბრალდებულის გამოცხადებისგან თავის არიდებისას საბრალდებო დასკვნის ასლი უნდა ჩაბარდეს მის დამცველს; ასევე შეიცვალა „მათს“ → „მათ“.

  7. 416-ე მუხლის მე-2 ნაწილში დასკვნის ასლი ბრალდებულს ეგზავნება, ხოლო დამცველსა და დანარჩენ ჩამოთვლილ პირებს — მოთხოვნის შემთხვევაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13268238184449197¹217216302544814416
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…პროკურატურის შესახებადვოკატთა დისციპლინური…საქართველოს ადმინისტრა…