1.გამოძიების დამთავრების და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსათვის გაგზავნის შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს (მათ შორის, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს), დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. შეტყობინებასთან ერთად გამომძიებელი ბრალდებულსა და მის დამცველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ხარჯით გადაიღონ სისხლის სამართლის საქმის მთელი მასალის ასლი (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან), აგრეთვე განუმარტავს სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების გაცნობის უფლებას. თუ ბრალდებული არასმქონეა, საქმის მთელი მასალის ასლი მას გადაეცემა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ბრალდებულის დამცველს.
2.პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს გასაცნობად ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება სასამართლოს მეშვეობით.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამოძიების დამთავრების და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსათვის გაგზავნის შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს (მათ შორის, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს), დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. შეტყობინებასთან ერთად გამომძიებელი ბრალდებულსა და მის დამცველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ხარჯით გადაიღონ სისხლის სამართლის საქმის მთელი მასალის ასლი (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან), აგრეთვე განუმარტავს სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების გაცნობის უფლებას. თუ ბრალდებული არასმქონეა, საქმის მთელი მასალის ასლი მას გადაეცემა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ბრალდებულის დამცველს.2. პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს გასაცნობად ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება სასამართლოს მეშვეობით.საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №71 · ძალაშია 17 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
20 მარ. 1998 – 10 იან. 2006მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 3 იან. 2007
416¹ მუხლში შეტყობინების წესი გავრცელდა ყველა ბრალდებულზე, რომელიც თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, რადგან ამოღებულია თანამდებობის პირის, რეკეტირისა და ქურდული სამყაროს წევრის მითითება. გარდა ამისა, გამომძიებელმა დამცველს უნდა შეატყობინოს დაუყოვნებლივ, წერილობით.
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებ