Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 268

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 268. საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საქმეზე მიღებული დადგენილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე.

2.დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაჰბარდება ან გაეგზავნება იმ პირს, რომლის მიმართაც იქნა მიღებული ეს დადგენილება. დადგენილების ასლი ასევე 3 დღის ვადაში ჩაჰბარდება დაზარალებულს მისივე თხოვნით.  სასამართლო დადგენილების ასლს უგზავნის აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელ ორგანოს.

3.საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა სავალდებულო არ არის, თუ საურავის დარიცხვის თაობაზე სამართალდამრღვევისთვის ან ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის ცნობილი გახდა ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-2, მე-4 და 4 2 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე.

4.დადგენილების ასლი ჩაბარდება ხელწერილით. დადგენილების ასლის გაგზავნის შემთხვევაში საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

5.საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი , საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისა და კონტრაბანდის საქმეებზე დადგენილების ასლი საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდება იმ პირს , რომლის მიმართაც არის გამოტანილი ეს დადგენილება .

6.ამ კოდექსის 167-ე მუხლით და 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე იმ პირთა მიმართ, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები ჩაბარებული ჰქონდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ დროებით სარგებლობისათვის ჰქონდათ გადაცემული, დადგენილების ასლი ეგზავნება შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ცნობისათვის და შინაგან საქმეთა ორგანოს – ამ პირისათვის ცეცხლსასროლი იარაღით სარგებლობის აკრძალვის საკითხის განსახილველად.

7.ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას დამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ასლი ითვლება ჩაბარებულად.

8.თუ ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სასამართლო დადგენილების პირისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საჯაროდ ვრცელდება და პირისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გავრცელებიდან მე-3 დღეს.

9.თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებისა და ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილებისა) მხარისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯაროდ ცხადდება და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოცხადებიდან მე-3 დღეს.

10.ამ კოდექსის 177 16 ან 177 17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე − მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისთვის მიკუთვნებულ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც ამ დადგენილების ოფიციალურ ჩაბარებად მიიჩნევა. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5127 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №579 · ძალაშია 1 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 27 ივლ. 2023 – 4 სექ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
  2. 4 სექ. 2023· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2023
  3. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  4. 23 ოქტ. 2019
  5. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    268-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომელიც საბაჟო საქმეებზე დადგენილების ასლის ჩაბარებას საბაჟო კოდექსის წესს უთანხმებს.

  6. 23 აპრ. 2019
  7. 12 აპრ. 2012

    268-ე მუხლის მე-5 ნაწილში „საგადასახადო წესების დარღვევის“ ნაცვლად მითითებულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისა და კონტრაბანდის საქმეები.

  8. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  9. 13 იან. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    268-ე მუხლის მე-3 ნაწილში საურავის დადგენილების ჩაბარების გამონაკლისი გავრცელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე და 242-ე მუხლის მე-4 ნაწილის ქვითარზე.

  10. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    მუხლი დანომრილ ნაწილებად დაიყო; ასლის ჩაბარების ვადა 3 დღედ ჩამოყალიბდა, საურავის დადგენილების ასლის ჩაბარება კონკრეტულ შემთხვევაში სავალდებულო აღარ არის, დაემატა მე-7 ნაწილი ადგილზე განხილვისას საჯარიმო ქვითრის ასლის გადაცემის შესახებ.

  11. 31 აგვ. 1992

    268-ე მუხლში დადგენილების ასლის ჩაბარების წესი სსრ კავშირის საბაჟო კოდექსის ნაცვლად საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსს ეფუძნება; შესწორდა მართლწერა და დაემატა დეკრეტის მითითება.

  12. 31 ოქტ. 1985
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 267შემდეგი მუხლი 268¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 12 ცვლილება · ბოლო 10 აპრ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 36 რედაქცია
  • 10 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბაჟო… 167მუხლი 114¹მუხლი 134მუხლი 167მუხლი 177¹⁷მუხლი 181მუხლი 234¹მუხლი 242მუხლი 273საქართველოს საბაჟო… 167

მიუთითებენ მასზე

მუხლი 289მუხლი 310

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 268¹ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/შეტყობინების ჩაბარების წესი
  • 273ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების  ვადა
  • 266ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 259¹გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარება
  • 184სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარება
  • 197¹სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა, საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰⁸დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარება
  • 13მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა
  • 21¹²⁸სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 16განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 278განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლების გადაცემა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7 (დანართი 1)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁸167273114¹134167177¹⁷181234¹242289310259¹184167268
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026