საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 49. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.

2.სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია თავი შეიკავოს ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა ძიებისაგან, გაითვალისწინოს, რომ მტკიცებულებათა აღმოჩენა, წარმოდგენა და გამოკვლევა მხარეთა კომპეტენციას განეკუთვნება.

3.თუ მხარეს ან მხარეებს უძნელდებათ მტკიცებულებათა აღმოჩენა და წარდგენა, სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია ხელი შეუწყოს მათ მტკიცებულებათა გამოთხოვაში.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №985აპ2007-10-3022
    საკასაციო არსებითი (T2)

    განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია

    საკასაციო პალატამ განიხილა განზრახ მკვლელობის აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ მკვლელობად გადაკვალიფიცირების მოთხოვნა და მსჯავრდების საფუძვლიანობა. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა განზრახ მკვლელობისთვის დანიშნული შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ თხუთმეტი ათასი ლარის დაკისრება გააუქმა და ეს ნაწილი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახლა განსახილველად გადასცა.

  • №56-კოლ2007-01-2345
    საკასაციო არსებითი (T2)

    უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის გამოყენება

    საკასაციო პალატამ განიხილა დაცვის უფლების, მტკიცებულებების შეფასებისა და მსჯავრდებულთათვის უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის გამოყენების საკითხები. მან საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა ზედმეტად წარდგენილი ბრალდებები მოხსნა და ცალკეული ქმედებები გადააკვალიფიცირა. საბოლოო სასჯელები უცვლელად დარჩა: ორი მსჯავრდებულისთვის შესაბამისად 20 და 18 წლით, ხოლო მესამე მსჯავრდებულისთვის, პატიმრობაში გატარებული დროის ჩათვლით, 9 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

  • №471-აპ2006-07-1118
    საკასაციო არსებითი (T2)

    დაცვის მოწმეების სასამართლოში წარმოდგენა

    საკასაციო პალატამ განიხილა დაცვის მოწმეების დაკითხვისა და დაცვის მიერ წარდგენილი ვიდეომასალის გამოკვლევის საკითხები. მან დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის მოთხოვნები არსებითად დაარღვია. პალატამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა; საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრავს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა. 2. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია თავი შეიკავოს ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა ძიებისაგან, გაითვალისწინოს, რომ მტკიცებულებათა აღმოჩენა, წარმოდგენა და გამოკვლევა მხარეთა კომპეტენციას განეკუთვნება. 3. თუ მხარეს ან მხარეებს უძნელდებათ მტკიცებულებათა აღმოჩენა და წარდგენა, სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია ხელი შეუწყოს მათ მტკიცებულებათა გამოთხოვაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4233¹410722331352539836⁴2149
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…არბიტრაჟის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…ადამიანის უფლებათა და …