Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 36⁴

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 36⁴. მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურა

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718192021

1.შემფასებლები მოსამართლის საქმიანობას აფასებენ პარალელურად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. შემფასებლები ვალდებული არიან, ერთმანეთს არ გაუმჟღავნონ შეფასებისას მოპოვებული ინფორმაცია და შეფასების შედეგები.

2.შემფასებელი უფლებამოსილია მოსამართლის საქმიანობის შეფასებისათვის განკუთვნილ 2-თვიან ვადაში ნებისმიერ დროს განახორციელოს საჭირო ღონისძიებები კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შესაფასებლად, მათ შორის, შეისწავლოს საქმეები, დაესწროს შესაფასებელი მოსამართლის მიერ წარმართულ სასამართლო სხდომებს, მოთხოვნისთანავე მიიღოს როგორც შეფასების პერიოდში, ისე შეფასების პერიოდის დაწყებამდე გამართული სასამართლო სხდომების აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, ამ კანონით დადგენილი წესით მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, სამართლებრივი კონსულტაციისათვის მიმართოს იურიდიული წრეების წარმომადგენლებს, პირადად შეხვდეს შესაფასებელ მოსამართლეს და სხვა პირებს და დაუსვას კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსაპოვებლად. შემფასებელმა შესაფასებელ მოსამართლეს არ უნდა დაუსვას ისეთი კითხვები, რომლებიც შინაარსობრივად შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნას უტოლდებოდეს. დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის მოძიება, რომელიც ამ კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შეფასებასთან დაკავშირებული არ არის. მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის. ინფორმაციის მოპოვების მეთოდი არ უნდა ხელყოფდეს შესაფასებელი მოსამართლის დამოუკიდებლობას.

3.შემფასებლებმა, რომლებიც აფასებენ მოსამართლის საქმიანობას შესაბამის პერიოდში, შეფასებისას პარალელურად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეისწავლონ შესაფასებელი მოსამართლის მიერ განხილული არანაკლებ 5 ერთი და იგივე საქმე, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული, მათ შორის, არანაკლებ 2 საქმე, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებები ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესასწავლი საქმეები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ცოდნის დონის, მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობისა და დამაჯერებლობის, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარის, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარის შეფასება. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას აგრეთვე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომების ხასიათი და სერიოზულობა.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეთა შეფასების შედეგი არ შეიძლება გახდეს მოსამართლის მიერ ამ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გადასინჯვის ან/და მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი.

5.მოსამართლის შეფასების პროცედურის სრულყოფილად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომლის თანამშრომლებიც ტექნიკურ დახმარებას უწევენ შემფასებელს და ასრულებენ მის ცალკეულ დავალებებს კონკრეტული კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. აღნიშნული სტრუქტურული ერთეული ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებსაც.

6.მოსამართლეს, რომლის საქმიანობაც ფასდება, უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით აცნობოს შემფასებლის მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების თაობაზე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ დაასკვნის, რომ შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ის შეფასების ვალდებულებას წილისყრით დააკისრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს ან განახორციელებს სხვა ღონისძიებებს დარღვევების აღმოფხვრისა და თავიდან აცილების მიზნით.

7.კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ამ კანონის 35 1 მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლები. აღნიშნული მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელს გამოაქვს იმავე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დასკვნა.

8.კომპეტენტურობის კრიტერიუმით მოსამართლე ფასდება ქულებით, ამ კანონის 35 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-9−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით. აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისგან განსხვავდება და იმავე მუხლის მე-17 პუნქტით განისაზღვრება.

9.შეფასების თითოეული პერიოდის დასრულებისთანავე მოსამართლის შეფასების ანგარიშები დალუქული სახით გადაეცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამ ანგარიშებში მოცემული შეფასების შედეგების გაანალიზების მიზნით შესაფასებელ მოსამართლეს უფლება აქვს, შეფასების თითოეული პერიოდის დასრულების შემდეგ თავისუფლად გაეცნოს ანგარიშებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას. მასალების გატანა დაუშვებელია. მოსამართლის მიერ ანგარიშების გაცნობის შემდეგ ისინი ილუქება და მის პირად საქმეს დაერთვება.

10.მოსამართლის შეფასების ანგარიში მოიცავს: ა) დასკვნას, რომელშიც სათანადოდ არის აღწერილი და დასაბუთებული შეფასების ორივე კრიტერიუმის თითოეული მახასიათებლის მიხედვით გამოვლენილი შედეგები; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით შევსებულ ფორმას, რომელშიც ასახულია კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასების შედეგად ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული დასკვნა და კომპეტენტურობის კრიტერიუმის თითოეული მახასიათებლის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა რაოდენობა; გ) ყველა წერილობით დოკუმენტს და სხვა მასალას, რომლებზე დაყრდნობითაც შეფასდა მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში.

11.მოსამართლის შეფასების თაობაზე მონაცემები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე კონფიდენციალურია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ წევრს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის არცერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს შეფასების შედეგები.

12.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აანალიზებს მოსამართლის 3-წლიანი საქმიანობის განმავლობაში განხორციელებული მისი ყველა შეფასების შედეგებს. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მიღებული შეფასებების შეჯერების მიზნით გამოიანგარიშება კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებით შეფასების სამივე პერიოდში განხორციელებული ექვსი შეფასებისას მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი, რის შემდეგაც განისაზღვრება ამ ჯამის პროცენტული სიდიდე კომპეტენტურობის კრიტერიუმისათვის განსაზღვრული ქულების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მიმართ.

13.თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას შემფასებელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ან/და კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ვერ აღწევს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს სამართლებრივ აქტს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ კანონის 36 5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, მოსამართლისთვის მისი გადაცემიდან 1 კვირის ვადაში.

14.ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია კენჭისყრით, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და მოსამართლესთან გასაუბრების ჩატარების შესახებ.

15.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის 36 5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველი, თუ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა შეფასების საბოლოო შედეგზე და  არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

16.თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი აღარ საჩივრდება.

17.თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, იგი ატარებს მოსამართლესთან გასაუბრებას და იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლესთან გასაუბრების შედეგად მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კანონის 36 5 მუხლით დადგენილი წესით.

18.მოსამართლეს, რომელსაც უარი ეთქვა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე, უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ შეფასების შედეგები საჯარო არ გახდეს. ამ შემთხვევაში შეფასების შედეგები დალუქული სახით დაერთვება მოსამართლის პირად საქმეს და გაიხსნება მხოლოდ იმ კონკურსის დროს, რომელშიც იგი კანონით დადგენილი წესით  მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად.

19.თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას სამი ან სამზე მეტი შემფასებელი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლესთან გასაუბრებას და ისმენს მის მოსაზრებას შეფასების შედეგების შესახებ. მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობითი ფორმითაც წარუდგინოს თავისი მოსაზრება შეფასების შედეგების თაობაზე, ასევე ზეპირად ან/და წერილობით წარუდგინოს თვითშეფასება, რაც გულისხმობს მოსამართლის 3-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, მოსამართლის აზრით, მისი ყველაზე წარმატებული და ყველაზე წარუმატებელი გადაწყვეტილების/გადაწყვეტილებების, აგრეთვე მის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებული შეცდომების ანალიზის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად უსმენს შემფასებლებს.

20.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, ამ კანონის 36-ე მუხლის 4 1 პუნქტით დადგენილი წესით მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე განწესების შესახებ. თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებას მხარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლები დაუჭერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ/მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, განსხვავებულ აზრთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს.

21.მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შემთხვევაში მოსამართლის შეფასების ანგარიშები საჯარო ინფორმაციაა და ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს ისინი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით დადგენილი წესით.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023
  3. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  4. 21 თებ. 2017
  5. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014
წინა მუხლი 36შემდეგი მუხლი 36⁵

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №61

5
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2025-12-18
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 35¹მუხლი 36მუხლი 36⁵

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34²მუხლი 36მუხლი 36⁵მუხლი 79⁴მუხლი 34

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 7მოსამართლის დამოუკიდებლობა

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

  • 7მოხელის უფლება-მოვალეობანი
  • 11შეფასების საგანი

პროკურატურის შესახებ

  • 58საქმიანობის შეფასების წესი და პროცედურა
  • 60შეფასების შედეგების გასაჩივრების წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 203მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით
  • 217საქმის განხილვის დაწყება
  • 333მოსამართლის მოქმედება საბუთის ხელთმქონისაგან განცხადების მიღების შემდეგ

საქართველოს კონსტიტუცია

  • 63მოსამართლე

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 53მოხელის შეფასება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 25სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა და მხარეთა თანასწორობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
203633636⁵35¹34²79⁴347537117586036⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …პროფესიული საჯარო მოხე…პროკურატურის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს კონსტიტუცი…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026