1.სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშეწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას.
2.კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.
3.სასამართლოს შეუძლია კერძო განჩინებით (დადგენილებით) აცნობოს შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი შეგნებულობის, ვაჟკაცობის გამოვლენის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას.
4.კერძო განჩინების (დადგენილების) გამო არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები, ხოლო შედეგები ეცნობოს სასამართლოს.
5.სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს ცალკეული საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომ სხვა სასამართლოს (მოსამართლეს), თუ ამ მოქმედების ჩატარება შეუძლებელია სასამართლო განხილვის ადგილას.
6.(ამოღებულია).
7.(ამოღებულია).
8.უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოში სასამართლო შუამდგომლობის გაგზავნის წესს განსაზღვრავს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშეწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას.2. კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.3. სასამართლოს შეუძლია კერძო განჩინებით (დადგენილებით) აცნობოს შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი შეგნებულობის, ვაჟკაცობის გამოვლენის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას.4. კერძო განჩინების (დადგენილების) გამო არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები, ხოლო შედეგები ეცნობოს სასამართლოს.5. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს ცალკეული საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომ სხვა სასამართლოს (მოსამართლეს), თუ ამ მოქმედების ჩატარება შეუძლებელია სასამართლო განხილვის ადგილას.6. (ამოღებულია).7. (ამოღებულია).8. უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოში სასამართლო შუამდგომლობის გაგზავნის წესს განსაზღვრავს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №66 · ძალაშია 21 აგვ. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2006
მე-8 ნაწილში ახლებურად ჩამოყალიბდა უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოში სასამართლო შუამდგომლობის გაგზავნის წესის ნორმა: „დავალება“ „შუამდგომლობით“ შეიცვალა, ხოლო წესს სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულება განსაზღვრავს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
50-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულია მოკვლევა, ხოლო მე-6 და მე-7 ნაწილები, რომლებიც სასამართლოს დავალებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და მის ოქმებს არეგულირებდა, გაუქმებულია.
მითითებამნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…ნოტარიატის შესახებსაჯარო სამსახურის შესა…თავდაცვის კოდექსი