1.არავის არ შეიძლება აღეკვეთოს უფლება მისი საქმე განიხილოს იმ სასამართლომ ან იმ მოსამართლემ, რომლის განსჯადობასაც იგი კანონით განეკუთვნება. განსჯადობის კანონით დადგენილი წესის შეცვლა დაუშვებელია.
2.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია საქმეები მის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩადენილ ყველა კატეგორიის დანაშაულზე, კერძო ბრალდების საქმეები, შუამდგომლობები მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების და მათი ვადის გაგრძელების შესახებ, ასევე საჩივრები გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებზე და უარყოფილ შუამდგომლობებზე. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება წინასწარი გამოძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2¹.ამ კოდექსის LXIV
1
თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს სასამართლო წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.
3.სააპელაციო სასამართლოს განსჯადია სააპელაციო საჩივრები მის სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
4.(ამოღებულია).
5.ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების განსჯადია სააპელაციო საჩივრები მათ სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ასევე განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
5¹.(ამოღებულია).
5².სააპელაციო გასაჩივრებას არ ექვემდებარება განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება ისეთ დანაშაულზე, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ან მუხლის ნაწილი სასჯელად არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებული ითხოვს გამართლებას ან პროკურორი – გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას.
5³.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განსჯადია საკასაციო საჩივრები საქართველოს სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა პალატების მიერ გამოტანილ განაჩენებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე, საჩივრები კანონით გათვალისწინებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, განაჩენებისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, პრეიუდიციასთან დაკავშირებული და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა.
6.სისხლის სამართლის საქმე განიხილება სასამართლოში დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ არსებობს დანაშაულთა ან ერთი დანაშაულის ეპიზოდთა ერთობლიობა, – ყველაზე მძიმე დანაშაულის ან დანაშაულის ეპიზოდის ჩადენის ადგილის მიხედვით.
7.ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის ან საქმეში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის მიხედვით.
8.(ამოღებულია).
9.თუ სასამართლო ან მოსამართლე დაადგენს, რომ შემოსული საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მისი განჩინებით (დადგენილებით) საქმე გადაეცემა განსჯადობის მიხედვით.
10.განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე დასაბუთებული დადგენილებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12
საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №308 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.103
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. არავის არ შეიძლება აღეკვეთოს უფლება მისი საქმე განიხილოს იმ სასამართლომ ან იმ მოსამართლემ, რომლის განსჯადობასაც იგი კანონით განეკუთვნება. განსჯადობის კანონით დადგენილი წესის შეცვლა დაუშვებელია.2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია საქმეები მის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩადენილ ყველა კატეგორიის დანაშაულზე, კერძო ბრალდების საქმეები, შუამდგომლობები მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების და მათი ვადის გაგრძელების შესახებ, ასევე საჩივრები გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებზე და უარყოფილ შუამდგომლობებზე. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება წინასწარი გამოძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.21. ამ კოდექსის LXIV1თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს სასამართლო წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.3. სააპელაციო სასამართლოს განსჯადია სააპელაციო საჩივრები მის სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე.4. (ამოღებულია).5. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების განსჯადია სააპელაციო საჩივრები მათ სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ასევე განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.51.(ამოღებულია).52. სააპელაციო გასაჩივრებას არ ექვემდებარება განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება ისეთ დანაშაულზე, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ან მუხლის ნაწილი სასჯელად არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებული ითხოვს გამართლებას ან პროკურორი – გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას.53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განსჯადია საკასაციო საჩივრები საქართველოს სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა პალატების მიერ გამოტანილ განაჩენებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე, საჩივრები კანონით გათვალისწინებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, განაჩენებისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, პრეიუდიციასთან დაკავშირებული და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა.6. სისხლის სამართლის საქმე განიხილება სასამართლოში დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ არსებობს დანაშაულთა ან ერთი დანაშაულის ეპიზოდთა ერთობლიობა, – ყველაზე მძიმე დანაშაულის ან დანაშაულის ეპიზოდის ჩადენის ადგილის მიხედვით.7. ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის ან საქმეში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის მიხედვით.8. (ამოღებულია).9. თუ სასამართლო ან მოსამართლე დაადგენს, რომ შემოსული საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მისი განჩინებით (დადგენილებით) საქმე გადაეცემა განსჯადობის მიხედვით.10. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე დასაბუთებული დადგენილებით.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №308 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.103საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №80 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ნოე. 2005 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 12
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007
48-ე მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი განსჯადობის შესახებ LXIV¹ თავის შემთხვევებზე; 5² ნაწილში სააპელაციო გასაჩივრების გამონაკლისს დაემატა პროკურორის მიერ გამამართლებელი განაჩენის გაუქმების მოთხოვნა.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
მე-5 ნაწილში დაზუსტდა იძულების ღონისძიების ბუნება და ამოღებულია მითითება 5¹ ნაწილზე; 5¹ ნაწილი ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
48-ე მუხლში მე-3 ნაწილში ამოღებული მე-4 ნაწილის განსჯადობა გადავიდა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი და საოლქო სასამართლოს კოლეგიაზე, მე-4 ნაწილი ამოღებულია, ხოლო მე-5 ნაწილი გადაკეთდა და დაემატა 5¹ ნაწილი სასამართლო ბრძანებებისა და საჩივრების განხილვის ქვემდებარეობის შესახებ.
· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005
48-ე მუხლში გადანაწილდა განსჯადობა: რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიეკუთვნა საგამოძიებო შუამდგომლობები და საჩივრები (პ. 2), სააპელაციო სასამართლოს და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სააპელაციო სასამართლოებს — სააპელაციო საჩივრები (პ. 3, 5), დაემატა სააპელაციო გასაჩივრების გამონაკლისი და უზენაესი სასამართლოს საკასაციო განსჯადობა (5², 5³), ხოლო მე-8 ნაწილი ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999
48-ე მუხლის მე-3 ნაწილში განსჯადი პირების წრეს დაემატა თავდაცვის სამინისტროს უმცროსი და უფროსი ოფიცრები; მე-4 ნაწილში სახალხო დამცველის წინ ამოღებულია „საქართველოს“.
48-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში განსჯადობის ჩამონათვალიდან ამოღებულია სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო და მისი საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი, ხოლო საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური დაემატა; საზღვრის დაცვის დეპარტამენტი მითითებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ დეპარტამენტად.
მე-3 ნაწილიდან ამოღებულია ადვოკატის მიერ ჩადენილი დანაშაულები და საზღვრის დაცვისა და დაზვერვის დეპარტამენტები ახლა შესაბამისად შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს უკავშირდება. მე-4 ნაწილში უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის განსჯადობას დაემატა ადვოკატის ბრალდების საქმეები და იგივე დეპარტამენტული ფორმულირება.
48-ე მუხლის მე-3 ნაწილში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ოფიცრები ჩანაცვლდა ფინანსური პოლიციის ოფიცრებით; დანარჩენი ცვლილებები მუხლთა ნომრების ჩანაწერის ფორმას ეხება.
48-ე მუხლის მე-3 ნაწილში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უმცროს და უფროს ოფიცერთა დანაშაულები დაემატა კოლეგიების განსჯადობას; ასევე შეიცვალა „რაიონისა და“ „რაიონის ან“-ით და დაიხვეწა ნაწილების მითითება.
მე-3 ნაწილში სასამართლო კოლეგიების განსჯადი დანაშაულების ნუსხაში 214-ე მუხლის მითითება ახლა მე-2–მე-6 ნაწილებს ეხება.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
48-ე მუხლის მე-3 ნაწილში განახლდა საოლქო სასამართლოებისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების განსჯად დანაშაულთა ჩამონათვალი, ხოლო მე-4 ნაწილში უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის განსჯადობა დაუკავშირდა სისხლის სამართლის კოდექსის 308-321-ე, 323-331-ე და 404-413-ე მუხლებს.
მე-5 ნაწილში ბრძანების გაცემისა და საჩივრების, შუამდგომლობებისა და აცილების განხილვის კომპეტენცია უკავშირდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას, სადაც ტარდება გამოძიება, ხოლო მე-4 ნაწილის საქმეებზე — უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს. მე-7 ნაწილში საქმის სხვა სასამართლოსთვის გადაცემის უფლებამოსილება აქვს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს.