1.გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) განსასჯელის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება ჩადენილ დანაშაულში განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ;
გ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ;
დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც განსასჯელს დაენიშნა ყოველი დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;
ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;
ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროის ჩათვლის შესახებ;
ზ) გადაწყვეტილება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე განსასჯელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
თ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;
ი) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;
კ) ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა;
ლ) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;
მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;
ნ) სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა;
ო) ქონების ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტა.
2.თუ განსასჯელს წაყენებული ჰქონდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რომელ ბრალდებაში გაამართლეს განსასჯელი და რომელში დასდეს მსჯავრი.
3.სასჯელის მოხდისაგან განსასჯელის განთავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
4.ყველა შემთხვევაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას არ წარმოიშვას რაიმე ეჭვი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად მტკიცებულებების საკმარისობა და რამდენიმე ქმედების განგრძობად დანაშაულად კვალიფიკაცია. პალატამ ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია, თუმცა დაადგინა, რომ ერთი პირის მიმართ ერთიანი განზრახვით ჩადენილი ქმედებები ერთ განგრძობად დანაშაულს წარმოადგენდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ მსჯავრდებას ამოერიცხა ზედმეტად წარდგენილი კვალიფიკაცია და საბოლოო სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საკასაციო პალატამ განიხილა განზრახ მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებებით კვალიფიკაციისა და ხულიგნობისთვის მსჯავრდების საკითხი და დაცვის საჩივარი არ დააკმაყოფილა. პალატამ დაასკვნა, რომ ხალხის თავშეყრის ადგილზე თოფიდან არაერთმა გასროლამ სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა, ხოლო დაჭრილი და ძირს დავარდნილი პირის თავში კონდახის ჩარტყმა განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებდა. ძირითადი მსჯავრდებულისათვის თხუთმეტწლიანი თავისუფლების აღკვეთა უცვლელი დარჩა; ორი სხვა მსჯავრდებულის მიმართ შეწყალების გამო დევნა შეწყდა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილი სამოქალაქო წესით ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის გასაჩივრება
საკასაციო პალატამ განიხილა, უნდა შეეფარდოს თუ არა ახალი აღკვეთის ღონისძიება მსჯავრდებულს, როდესაც დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა წინასწარ პატიმრობაში სრულად აქვს მოხდილი. პალატის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მსჯავრდებული დაუყოვნებლივ თავისუფლდება და ახალი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი აღარ განიხილება. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის უცვლელად დამტოვებელი სასამართლო დადგენილება ძალაში დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:ა) განსასჯელის სახელი და გვარი;ბ) გადაწყვეტილება ჩადენილ დანაშაულში განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ;გ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ;დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც განსასჯელს დაენიშნა ყოველი დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროის ჩათვლის შესახებ;ზ) გადაწყვეტილება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე განსასჯელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;თ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;ი) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;კ) ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა;ლ) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;ნ) სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა;ო) ქონების ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტა.2. თუ განსასჯელს წაყენებული ჰქონდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რომელ ბრალდებაში გაამართლეს განსასჯელი და რომელში დასდეს მსჯავრი.3. სასჯელის მოხდისაგან განსასჯელის განთავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.4. ყველა შემთხვევაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას არ წარმოიშვას რაიმე ეჭვი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია შინაპატიმრობა სასჯელის ვადაში ჩასათვლელ დროთა ჩამონათვალიდან.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2004
509 მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ო“ ქვეპუნქტი ქონების ჩამორთმევისა და საპროცესო კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტის აღნიშვნის შესახებ.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩათვლის გადაწყვეტილებას შინაპატიმრობასა და სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროზეც ავრცელებს, ხოლო ახალი „ნ“ ქვეპუნქტი სარეზოლუციო ნაწილს ამატებს იძულებითი ღონისძიების საკითხს.
509-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა სამოქალაქო სარჩელისა და ნივთმტკიცების გადაწყვეტა, ხოლო ბოლო ქვეპუნქტები გადაინომრა.