1.გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო. ამასთან, მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა. აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული, ან დანაშაულს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული, – ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.
2.სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ უდაბლეს ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და უფრო მსუბუქ სასჯელზე გადასვლა, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება ან უარყოფა, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების გამოყენება.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო. ამასთან, მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა. აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული, ან დანაშაულს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული, – ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ უდაბლეს ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და უფრო მსუბუქ სასჯელზე გადასვლა, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება ან უარყოფა, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების გამოყენება.საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2000-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
508-ე მუხლის მე-2 ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთების ვალდებულება გავრცელდა სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების გამოყენებაზე.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…ხელშეკრულება საქართველ…სქესობრივი თავისუფლები…