საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 274. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი; ბ) გადაწყვეტილება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (ნაწილი, ქვეპუნქტი), რომლის მიხედვითაც ბრალდებული მიჩნეულია დამნაშავედ; დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც ბრალდებულს დაენიშნა თითოეული დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა; ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი; ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადის ჩათვლის შესახებ; ვ 1 ) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ, აგრეთვე სავალდებულო მკურნალობის ვადა; ზ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები; თ) ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა; ი) ქონების ჩამორთმევის და საპროცესო კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტა; ი​ 1 ) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ; ი 2 ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე − გადაწყვეტილება შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ; კ) გადაწყვეტილება სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ; ლ) ( ამოღებულია – 28.10.2011, №5170 ); მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს ის.

2.თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა მიეთითოს, რომელ ბრალდებაში გაამართლეს იგი და რომელში დასდეს მსჯავრი.

3.სასჯელის მოხდისაგან ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

4.განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობისა და მისი ვადის შესახებ ეჭვი არ წარმოიშვას.

5.გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს დაზარალებულის კომპენსაციის ოდენობა, ქონება, რომლითაც დაზარალებულის კომპენსაცია უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ჯეროვნად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსასრულებლად. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი; ბ) გადაწყვეტილება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (ნაწილი, ქვეპუნქტი), რომლის მიხედვითაც ბრალდებული მიჩნეულია დამნაშავედ; დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც ბრალდებულს დაენიშნა თითოეული დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა; ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი; ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადის ჩათვლის შესახებ; ვ 1 ) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ, აგრეთვე სავალდებულო მკურნალობის ვადა; ზ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები; თ) ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა; ი) ქონების ჩამორთმევის და საპროცესო კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტა; ი​ 1 ) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ; ი 2 ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე − გადაწყვეტილება შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ; კ) გადაწყვეტილება სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ; ლ) ( ამოღებულია – 28.10.2011, №5170 ); მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს ის. 2. თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა მიეთითოს, რომელ ბრალდებაში გაამართლეს იგი და რომელში დასდეს მსჯავრი. 3. სასჯელის მოხდისაგან ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. 4. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობისა და მისი ვადის შესახებ ეჭვი არ წარმოიშვას. 5. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს დაზარალებულის კომპენსაციის ოდენობა, ქონება, რომლითაც დაზარალებულის კომპენსაცია უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ჯეროვნად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსასრულებლად. საქართველოს 2011 წლის  28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №178 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026

    274 მუხლის პირველი ნაწილით სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს დაემატა „ი 2“ ქვეპუნქტი ქორწინების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.

  2. · გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
344³767922¹24925738927626927359364274
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ამნისტიის შესახებდანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა