საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 599. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის, განჩინებისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეტანილი საჩივარი განიხილება 598-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.

2.საჩივრის განხილვის შედეგად სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იღებს გადაწყვეტილებას 561-ე მუხლის შესაბამისად.

3.სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4.პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე.

5.(ამოღებულია).

6.პალატაში საჩივრის განხილვისას მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. იგი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

7.გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღისა უნდა გაეგზავნოს საჩივრის ავტორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 59

ყველა გადაწყვეტილება
  • №20საზ-102010-10-1121
    საკასაციო არსებითი (T2)

    კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა

    მსჯავრდებული ითხოვდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას სისხლის სამართლის კანონში ცვლილებების საფუძველზე. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოება განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებას არ წარმოადგენდა და საჩივარი არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა სააპელაციო განაჩენით დანიშნული შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №18საზ-102010-09-2833
    საკასაციო არსებითი (T2)

    არასრულწლოვნით ვაჭრობის კვალიფიკაცია

    პალატამ განიხილა, წარმოადგენდა თუ არა არასრულწლოვნის შვილად აყვანის მიზნით გაყიდვის შესახებ ახალი ნორმა განაჩენის გადასინჯვისა და მსჯავრდებულთა ქმედების გადაკვალიფიცირების საფუძველს. პალატის განმარტებით, აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის გადამწყვეტია უშუალო გამყიდველისა და მყიდველის შვილად აყვანასთან დაკავშირებული მიზანი, რომელიც საქმეზე დადგენილი გარემოებებით არ არსებობდა. ორივე საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განაჩენი უცვლელად დარჩა: ოთხ მსჯავრდებულს საბოლოოდ მიესაჯა თერთმეტი წლით, ხოლო ერთს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №16საზ-102010-09-1021
    საკასაციო არსებითი (T2)

    დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შეკრება

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შეკრების ახალი წესის მსჯავრდებულზე გავრცელება. პალატამ მიუთითა ცვლილების გარდამავალ წესზე და საჩივარი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო განაჩენი უცვლელად დარჩა: საბოლოო სასჯელია ათი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით ორი ათასი ლარის ჯარიმა.

  • №6საზ-102010-05-3127
    საკასაციო არსებითი (T2)

    დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შეკრება

    მსჯავრდებული ითხოვდა დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შეკრების ახალი წესის საფუძველზე სასჯელის შემცირებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ წესის გავრცელებაზე ვერ იმსჯელებდა, რადგან კანონი მას უკავშირებდა ამოქმედების შემდეგ ჩადენილ დანაშაულს ან საქმეს, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული. საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულს სასჯელად დარჩა 23 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2500 ლარის ჯარიმა, როგორც ეს შემდგომი სასამართლო დადგენილებით იყო განსაზღვრული.

  • №45საზ2009-10-2126
    საკასაციო არსებითი (T2)

    კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეცვლილ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებას და საჩივარი არ დააკმაყოფილა. მან სააპელაციო განაჩენი უცვლელად დატოვა; საჩივრის ავტორის მიმართ ადრე მიღებული დადგენილებით მოსახდელად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლითა და ათი თვით.

  • №169საზ-062009-07-1317
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    მსჯავრდებული ითხოვდა განაჩენის შემდგომ შეცვლილ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-შენახვისათვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა და უფრო მკაცრ კანონს უკუძალა არ აქვს. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, განაჩენები და საბოლოო სასჯელი — სამი წლით თავისუფლების აღკვეთა — უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის, განჩინებისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეტანილი საჩივარი განიხილება 598-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით. 2. საჩივრის განხილვის შედეგად სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იღებს გადაწყვეტილებას 561-ე მუხლის შესაბამისად. 3. სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 4. პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე. 5. (ამოღებულია). 6. პალატაში საჩივრის განხილვისას მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. იგი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. 7. გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღისა უნდა გაეგზავნოს საჩივრის ავტორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 31 მარ. 2001-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    მე-5 პუნქტში ხმების თანაბრად გაყოფისას საჩივარი დაკმაყოფილდება და პლენუმზე არსებითი განხილვისათვის აღარ მიიღება. მე-7 პუნქტში 10-დღიანი ვადით საჩივრის ავტორს უნდა გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი, ხოლო პლენუმისთვის მასალების გადაგზავნის წესი ამოღებულია.

  2. 599-ე მუხლში საზედამხედველო პალატა სამივე ადგილას ჩანაცვლდა სისხლის სამართლის საქმეთა პალატით, ხოლო მე-5 ნაწილი ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43391¹423436304312314781615613599
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ