1.ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილ საჩივარს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე შესასწავლად გადასცემს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის წევრ ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც დაუყოვნებლივ გამოითხოვს იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის თაობაზედაც საჩივარი იქნა შეტანილი.
2.საქმის შესწავლის შემდეგ, საჩივრის შემოსვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა, მოსამართლე ადგენს დასკვნას და გამოთხოვილ საქმესთან ერთად განსახილველად წარუდგენს პრეზიდიუმს. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა ნიშნავს პრეზიდიუმის სხდომას საჩივრის არსებითად განხილვისათვის. პრეზიდიუმი საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით. პრეზიდიუმს გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილების სახით, ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ მიიღება და საჩივარი არ დაკმაყოფილდება.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილება მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა ეგზავნება მხარეს. მას უფლება აქვს აღნიშნული დადგენილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილ საჩივარს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე შესასწავლად გადასცემს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის წევრ ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც დაუყოვნებლივ გამოითხოვს იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის თაობაზედაც საჩივარი იქნა შეტანილი.2. საქმის შესწავლის შემდეგ, საჩივრის შემოსვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა, მოსამართლე ადგენს დასკვნას და გამოთხოვილ საქმესთან ერთად განსახილველად წარუდგენს პრეზიდიუმს. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა ნიშნავს პრეზიდიუმის სხდომას საჩივრის არსებითად განხილვისათვის. პრეზიდიუმი საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით. პრეზიდიუმს გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილების სახით, ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ მიიღება და საჩივარი არ დაკმაყოფილდება.3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილება მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა ეგზავნება მხარეს. მას უფლება აქვს აღნიშნული დადგენილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
598-ე მუხლის პირველ ნაწილში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივარს შესასწავლად პრეზიდიუმის წევრ მოსამართლეს გადასცემს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე.
598-ე მუხლში დადგენილების გასაჩივრების ადრესატი პალატა ახლა სისხლის სამართლის საქმეთა პალატაა; 14-დღიანი ვადა უცვლელია.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…