საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 7. კანონიერება და ადამიანის ბუნებითი უფლებები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, ფიზიკური და იურიდიული პირები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები.

2.საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.

3.სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

4.კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები.

5.საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის გაუქმებას.

6.კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №1/5/19316.12.2003გადაწყვეტილება(4)
    ტექსტი ძალადაკარგულია
    ძალის დაკარგვის თარიღი: 25.09.2004საქმის გადასინჯვის საფუძველი
სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 30

ყველა გადაწყვეტილება
  • №1019აპ-092010-06-0751
    საკასაციო არსებითი (T2)

    თაღლითობის ეპიზოდებისა და განგრძობადი დანაშაულის გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განიხილა თაღლითობის ეპიზოდების განგრძობად დანაშაულად მიჩნევისა და სასჯელის განსაზღვრის საკითხები. პალატამ არ გაიზიარა დაცვის პოზიცია განგრძობადი დანაშაულის შესახებ და ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამასთან, ზიანის აუნაზღაურებლობა ამორიცხა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან და საბოლოო სასჯელი შეამცირა 25 წლით თავისუფლების აღკვეთამდე, 21500 ლარის ჯარიმასთან ერთად. ასევე შეწყდა წარმოება იმ დაზარალებულთა სამოქალაქო სარჩელებზე, რომლებმაც მათზე უარი განაცხადეს.

  • №84აპ-102010-07-2335
    საკასაციო არსებითი (T2)

    თაღლითობის დამადასტურებელი მტკიცებულებები

    საკასაციო პალატამ განიხილა თაღლითობისა და კრედიტის უკანონო მიღებაში თანამონაწილეობის დამტკიცების, საპროცესო დარღვევისა და სამოქალაქო სარჩელის საკითხები. პალატამ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა ამნისტიით ერთ-ერთი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი გაანახევრა და სარჩელზე უარის გამო სამოქალაქო სარჩელის წარმოება შეწყვიტა. საბოლოოდ მსჯავრდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

  • №44აპ-102010-05-1113
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნარკოტიკული საშუალების შენახვა როგორც დენადი დანაშაული

    საკასაციო პალატამ განიხილა პირადი ჩხრეკის საფუძვლები, ამოღებული საგნის ექსპერტიზა და გირაოს სახელმწიფოსთვის გადაცემის კანონიერება. მან საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდება ძალაში დატოვა, თუმცა გააუქმა გირაოს სახელმწიფოსთვის გადაცემა და გადაწყვიტა ნივთმტკიცების დაბრუნების საკითხი. საბოლოო სასჯელი დარჩა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 5000 ლარი ჯარიმა და 5 წლით კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევა.

  • №970აპ-092010-02-2641
    საკასაციო არსებითი (T2)

    ჯგუფური მკვლელობის განზრახვის შეფასება

    საკასაციო პალატამ ჯგუფური მკვლელობისა და ქურდობისათვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და დანიშნული სასჯელები უცვლელად დატოვა. პალატამ ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ სარჩელზე უარის გამო სამოქალაქო სარჩელის წარმოება შეწყვიტა. საბოლოოდ ერთ მსჯავრდებულს დარჩა 15 წლით, ხოლო მეორეს დანაშაულთა ერთობლიობით 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №1საზ2010-02-2223
    საკასაციო არსებითი (T2)

    ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო გადაწყვეტილების გადასინჯვა

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლება თუ არა ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის გადასინჯვა, როდესაც სასამართლოსთვის უცნობი არასრულწლოვანება გავლენას ახდენს სასჯელზე, მაგრამ არა ბრალეულობასა და კვალიფიკაციაზე. პალატამ საპროცესო კანონის ხარვეზის შესავსებად ანალოგიით გამოიყენა გადასინჯვის საფუძველი და მსჯავრდებულზე გაავრცელა არასრულწლოვნისთვის დადგენილი შეღავათები. გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები დარჩა ძალაში, ხოლო საბოლოო სასჯელი 30 წლიდან 15 წლით თავისუფლების აღკვეთამდე შემცირდა.

  • №2კ-2-I-092009-04-0325
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტირებული პირის მორალური ზიანის ანაზღაურება

    საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისთვის მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის დაკისრების კანონიერება. პალატის თანახმად, ასეთი კომპენსაცია დასაშვებია უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში და სასამართლომ ეს გარემოება უნდა დაასაბუთოს. რადგან ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებებში დაპატიმრების უკანონობა ან დაუსაბუთებლობა დასაბუთებული არ იყო, პალატამ გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, ფიზიკური და იურიდიული პირები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები. 2. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის. 3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. 4. კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები. 5. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის გაუქმებას. 6. კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    პირველ ნაწილში ამოღებულია მომკვლევი და მოქალაქეთა, დაწესებულებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა ნაცვლად დასახელებულია ფიზიკური და იურიდიული პირები; მე-3 ნაწილში ახლა შეჩერდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
  3. მე-7 მუხლის მეორე წინადადებაში საქმის გადაცემის ნაცვლად სასამართლოში სამართალწარმოება ჩერდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1714⁵31415241263464337
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…პროკურატურის შესახებსაქართველოს საკონსტიტუ…