1.მტკიცებულებათა შეკრება ხდება წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვის, სააპელაციო წარმოებისა და განაჩენის აღსრულების პროცესში.
2.საკასაციო
წარმოების სტადიაზე
წარდგენილი ან გამოთხოვილი დამატებითი მასალა, რომელიც არ არის მტკიცებულება, თავისთავად ან საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება გახდეს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლის საფუძველი.
3.სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით, აგრეთვე პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ: მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით დაკითხვის, დასკვნის მიცემის მიზნით ექსპერტად გამოიძახონ ნებისმიერი პირი; ჩაატარონ დათვალიერება, შემოწმება, სხვა საგამოძიებო მოქმედება; საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, კერძო პირს მოსთხოვონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნებისა და დოკუმენტების წარმოდგენა.
4.სასამართლო განხილვისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე მტკიცებულებათა შეკრება სასამართლოს შეუძლია დაავალოს გამომძიებელს ან პროკურორს, თუ ამისათვის საჭიროა ჩხრეკა, ამოღება, გვამის ექსჰუმაცია ან სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებაც სასამართლო სხდომაზე ვერ ხერხდება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მტკიცებულებათა შეკრება ხდება წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვის, სააპელაციო წარმოებისა და განაჩენის აღსრულების პროცესში.2. საკასაციოწარმოების სტადიაზეწარდგენილი ან გამოთხოვილი დამატებითი მასალა, რომელიც არ არის მტკიცებულება, თავისთავად ან საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება გახდეს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლის საფუძველი.3. სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით, აგრეთვე პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ: მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით დაკითხვის, დასკვნის მიცემის მიზნით ექსპერტად გამოიძახონ ნებისმიერი პირი; ჩაატარონ დათვალიერება, შემოწმება, სხვა საგამოძიებო მოქმედება; საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, კერძო პირს მოსთხოვონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნებისა და დოკუმენტების წარმოდგენა.4. სასამართლო განხილვისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე მტკიცებულებათა შეკრება სასამართლოს შეუძლია დაავალოს გამომძიებელს ან პროკურორს, თუ ამისათვის საჭიროა ჩხრეკა, ამოღება, გვამის ექსჰუმაცია ან სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებაც სასამართლო სხდომაზე ვერ ხერხდება.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
128-ე მუხლის მე-3 ნაწილში უფლებამოსილ სუბიექტთა წრე ახლებურად ჩამოყალიბდა და მომკვლევი მისგან ამოღებულია.
მე-2 ნაწილიდან ამოვიდა სარევიზიო წარმოება და დარჩა საკასაციო სტადია; მე-3 ნაწილში უფლებამოსილ სუბიექტებს დაემატა პროკურორი, გამომძიებელი და მომკვლევი.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომუნიკაცი…არბიტრაჟის შესახებსაქართველოს ზოგადი ადმ…