საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 129. მხარეების მიერ მტკიცებულებათა შეკრება და წარდგენა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დამცველს, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს უფლება აქვთ: შეაგროვონ მათ მარწმუნებელ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საჭირო ცნობები, მათ შორის, გამოავლინონ და შეკითხვები დაუსვან კერძო პირს, რომელიც ჯერ ოფიციალურად დაკითხული არ არის; გამოითხოვონ ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ასეთი მოთხოვნა; მიმართონ მცოდნე პირს, გამოთქვას თავისი აზრი საქმის გამო წამოჭრილი სპეციალური საკითხის განსამარტავად, ჩატარებული ექსპერტიზის შესაფასებლად და შუამდგომლობის დასასაბუთებლად; მოიწვიონ ექსპერტი, ასევე საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი დასკვნის შესადგენად; ისარგებლონ კერძო დეტექტივის მომსახურებით მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობების მისაღებად.

2.დამცველისა და წარმომადგენლის მიერ ოფიციალურად წარმოებული გამოძიების გარეთ მოპოვებული მასალები, დოკუმენტები, ცნობები უნდა დაერთოს საქმეს და შეიძლება წარედგინოს სასამართლოს, როგორც მტკიცებულებანი.

3.დამცველის დასაბუთებული მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სავალდებულოა გამომძიებლისა და პროკურორისათვის. ამ მოქმედების ოქმი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მისი ასლი გადაეცეს დამცველს, რომელსაც უფლება აქვს დაიმოწმოს ისინი ბრალდებულის უდანაშაულობის ან მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა დასამტკიცებლად.

4.ცნობები წერილობითი და ზეპირი ფორმით, აგრეთვე საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება იყოს მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე, უფლება აქვს წარმოადგინოს აგრეთვე ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დამცველს, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს უფლება აქვთ: შეაგროვონ მათ მარწმუნებელ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საჭირო ცნობები, მათ შორის, გამოავლინონ და შეკითხვები დაუსვან კერძო პირს, რომელიც ჯერ ოფიციალურად დაკითხული არ არის; გამოითხოვონ ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ასეთი მოთხოვნა; მიმართონ მცოდნე პირს, გამოთქვას თავისი აზრი საქმის გამო წამოჭრილი სპეციალური საკითხის განსამარტავად, ჩატარებული ექსპერტიზის შესაფასებლად და შუამდგომლობის დასასაბუთებლად; მოიწვიონ ექსპერტი, ასევე საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი დასკვნის შესადგენად; ისარგებლონ კერძო დეტექტივის მომსახურებით მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობების მისაღებად. 2. დამცველისა და წარმომადგენლის მიერ ოფიციალურად წარმოებული გამოძიების გარეთ მოპოვებული მასალები, დოკუმენტები, ცნობები უნდა დაერთოს საქმეს და შეიძლება წარედგინოს სასამართლოს, როგორც მტკიცებულებანი. 3. დამცველის დასაბუთებული მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სავალდებულოა გამომძიებლისა და პროკურორისათვის. ამ მოქმედების ოქმი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მისი ასლი გადაეცეს დამცველს, რომელსაც უფლება აქვს დაიმოწმოს ისინი ბრალდებულის უდანაშაულობის ან მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა დასამტკიცებლად. 4. ცნობები წერილობითი და ზეპირი ფორმით, აგრეთვე საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება იყოს მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე, უფლება აქვს წარმოადგინოს აგრეთვე ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    129-ე მუხლის პირველ ნაწილში ექსპერტის მოწვევის უფლება ვრცელდება ზოგადად ექსპერტზე და არა მხოლოდ საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტზე; ასევე შეიცვალა ერთი ფორმულირება დაუკითხავ პირზე.

  2. · გამოქვეყნდა 4 იან. 2006

    129-ე მუხლის პირველ ნაწილში მხარეთა უფლებებს დაემატა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის მოწვევა დასკვნის შესადგენად.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    129-ე მუხლის მე-3 ნაწილში დამცველის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა მხოლოდ გამომძიებლისა და პროკურორისათვის; მომკვლევი ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3697408310331338292339833894129
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…