1.საჩივრის განხილვა არ შეიძლება დაევალოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის მოქმედებაც საჩივრდება, აგრეთვე იმ ორგანოს ან პირს, რომელმაც დაამტკიცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2.ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, შეზღუდული არ არის საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით და უფლება აქვს შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საქმის მთელი წარმოება.
3.საჩივრის განხილვისას პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ყოველმხრივ შეამოწმონ მასში ჩამოყალიბებული მოსაზრებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გამოითხოვონ დამატებითი მასალები და განმარტებები.
4.ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, სხვა პირთა, აგრეთვე დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საჩივრის განხილვა არ შეიძლება დაევალოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის მოქმედებაც საჩივრდება, აგრეთვე იმ ორგანოს ან პირს, რომელმაც დაამტკიცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.2. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, შეზღუდული არ არის საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით და უფლება აქვს შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საქმის მთელი წარმოება.3. საჩივრის განხილვისას პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ყოველმხრივ შეამოწმონ მასში ჩამოყალიბებული მოსაზრებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გამოითხოვონ დამატებითი მასალები და განმარტებები.4. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, სხვა პირთა, აგრეთვე დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.