საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 308. მოწმის დაკითხვის ოქმი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოწმის დაკითხვის შესახებ დგება ოქმი. მასში უნდა აისახოს დამკითხველი პირის თანამდებობა და გვარი, მოწმის სახელი და გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე მისი ურთიერთობა ეჭვმიტანილთან, ბრალდებულსა თუ დაზარალებულთან. ოქმში უნდა აისახოს, რომ მოწმეს განუმარტეს მისი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა.

2.მოწმის ჩვენება და დასმულ კითხვაზე პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.

3.მოწმე ჩვენებას იძლევა იმ ენაზე, რომელიც იცის. თუ მოწმემ არ იცის სამართალწარმოების ენა, დაკითხვა ხდება თარჯიმნის მონაწილეობით.

4.მოწმეს უფლება აქვს ჩვენება დაწეროს საკუთარი ხელით, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვები.

5.დაკითხვის დამთავრებისთანავე მოწმეს უნდა გააცნონ ოქმი; მასში უნდა შეიტანონ დამატება-შესწორებანი, თუ ასეთები არსებობს.

6.ოქმს ხელი უნდა მოაწერონ მოწმემ და გამომძიებელმა, აგრეთვე დაკითხვაში მონაწილე სხვა პირებმა . ამასთან, მოწმე ხელს აწერს ოქმის თითოეულ გვერდს.

7.თუ მოწმე უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს ამის მიზეზი, გააკეთოს შესაბამისი მინაწერი დაკითხვის ოქმის ბოლოს და დაამოწმოს ოქმი თავისი ხელმოწერით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მოწმის დაკითხვის შესახებ დგება ოქმი. მასში უნდა აისახოს დამკითხველი პირის თანამდებობა და გვარი, მოწმის სახელი და გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე მისი ურთიერთობა ეჭვმიტანილთან, ბრალდებულსა თუ დაზარალებულთან. ოქმში უნდა აისახოს, რომ მოწმეს განუმარტეს მისი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა. 2. მოწმის ჩვენება და დასმულ კითხვაზე პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით. 3. მოწმე ჩვენებას იძლევა იმ ენაზე, რომელიც იცის. თუ მოწმემ არ იცის სამართალწარმოების ენა, დაკითხვა ხდება თარჯიმნის მონაწილეობით. 4. მოწმეს უფლება აქვს ჩვენება დაწეროს საკუთარი ხელით, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვები. 5. დაკითხვის დამთავრებისთანავე მოწმეს უნდა გააცნონ ოქმი; მასში უნდა შეიტანონ დამატება-შესწორებანი, თუ ასეთები არსებობს. 6. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ მოწმემ და გამომძიებელმა, აგრეთვე დაკითხვაში მონაწილე სხვა პირებმა . ამასთან, მოწმე ხელს აწერს ოქმის თითოეულ გვერდს. 7. თუ მოწმე უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს ამის მიზეზი, გააკეთოს შესაბამისი მინაწერი დაკითხვის ოქმის ბოლოს და დაამოწმოს ოქმი თავისი ხელმოწერით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 14 მაი. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 308-ე მუხლის მე-6 პუნქტში ოქმზე ხელმომწერ პირთა წრე პედაგოგისა და ექიმის ნაცვლად განისაზღვრა როგორც დაკითხვაში მონაწილე სხვა პირები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36112291914814028893491151182116308
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სახელმწიფო…