საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 312. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვის ოქმი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ყოველი დაკითხვისას გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელშიც უნდა აისახოს დაკითხვის ადგილი, დრო, გამომძიებლის გვარი და თანამდებობა, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, ინფორმაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა ნასამართლევი, აქვს თუ არა მიღებული სახელმწიფო ჯილდოები, აგრეთვე მონაცემები ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის შესახებ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის.

2.ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ჩვენება, აგრეთვე დასმულ კითხვაზე მათი პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში და შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.

3.დაკითხვის დამთავრებისთანავე გამომძიებელმა ოქმი უნდა გააცნოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს. მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ოქმში დამატებისა თუ შესწორების შეტანა, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.

4.ოქმს ხელს აწერენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, გამომძიებელი, აგრეთვე პროკურორი, დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, პედაგოგი, თარჯიმანი, თუ ისინი მონაწილეობდნენ დაკითხვაში. თუ ოქმი რამდენიმე გვერდზეა დაწერილი, ეჭვმიტანილმა და ბრალდებულმა ხელი უნდა მოაწერონ თითოეულ გვერდს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ყოველი დაკითხვისას გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელშიც უნდა აისახოს დაკითხვის ადგილი, დრო, გამომძიებლის გვარი და თანამდებობა, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, ინფორმაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა ნასამართლევი, აქვს თუ არა მიღებული სახელმწიფო ჯილდოები, აგრეთვე მონაცემები ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის შესახებ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის. 2. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ჩვენება, აგრეთვე დასმულ კითხვაზე მათი პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში და შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით. 3. დაკითხვის დამთავრებისთანავე გამომძიებელმა ოქმი უნდა გააცნოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს. მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ოქმში დამატებისა თუ შესწორების შეტანა, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. 4. ოქმს ხელს აწერენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, გამომძიებელი, აგრეთვე პროკურორი, დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, პედაგოგი, თარჯიმანი, თუ ისინი მონაწილეობდნენ დაკითხვაში. თუ ოქმი რამდენიმე გვერდზეა დაწერილი, ეჭვმიტანილმა და ბრალდებულმა ხელი უნდა მოაწერონ თითოეულ გვერდს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
112291924028943¹13517513414157¹ (დ…312
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს გარემოს და…საქართველოს ადმინისტრა…