საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 311. ბრალდებულის დაკითხვა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.(ამოღებულია).

1¹.(ამოღებულია).

2.ბრალდებული უნდა დაიკითხოს დღის საათებში, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა.

3.ბრალდებული უნდა დაიკითხოს წინასწარი გამოძიების ადგილას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – იქ, სადაც იგი იმყოფება.

4.ბრალდებულის დაკითხვა ტარდება სხვა ბრალდებულთაგან განცალკევებით.

5.ბრალდებულის დაკითხვაზე დასწრების უფლება აქვს დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.

6.ბრალდებულის პირველ დაკითხვაში მონაწილეობს პროკურორი ამ კოდექსით დადგენილი წესით.

7.ყრუ-მუნჯი ბრალდებულის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის ნიშნებს და შეუძლია იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება მისთვის.

8.ბრალდებული უნდა დაიკითხოს წაყენებული ბრალდების არსის მიხედვით, აგრეთვე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა შესახებ.

9.დაკითხვის დაწყებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე.

10.დაკითხვის დაწყებისთანავე გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში.

11.ბრალდებულის დუმილი ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

12.ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას თავისუფლად უნდა ჩამოაყალიბოს მისთვის ცნობილი ყველა გარემოება, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვა გამომძიებელმა, პროკურორმა და დამცველმა. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვა, თუ იგი საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ კითხვა უნდა დაფიქსირდეს ოქმში.

13.18 წლამდე ასაკის ბრალდებულის დაკითხვაში მონაწილეობს პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. (ამოღებულია). 1 1 . (ამოღებულია). 2. ბრალდებული უნდა დაიკითხოს დღის საათებში, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა. 3. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წინასწარი გამოძიების ადგილას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – იქ, სადაც იგი იმყოფება. 4. ბრალდებულის დაკითხვა ტარდება სხვა ბრალდებულთაგან განცალკევებით. 5. ბრალდებულის დაკითხვაზე დასწრების უფლება აქვს დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა. 6. ბრალდებულის პირველ დაკითხვაში მონაწილეობს პროკურორი ამ კოდექსით დადგენილი წესით. 7. ყრუ-მუნჯი ბრალდებულის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის ნიშნებს და შეუძლია იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება მისთვის. 8. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წაყენებული ბრალდების არსის მიხედვით, აგრეთვე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა შესახებ. 9. დაკითხვის დაწყებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე. 10. დაკითხვის დაწყებისთანავე გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში. 11. ბრალდებულის დუმილი ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. 12. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას თავისუფლად უნდა ჩამოაყალიბოს მისთვის ცნობილი ყველა გარემოება, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვა გამომძიებელმა, პროკურორმა და დამცველმა. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვა, თუ იგი საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ კითხვა უნდა დაფიქსირდეს ოქმში. 13. 18 წლამდე ასაკის ბრალდებულის დაკითხვაში მონაწილეობს პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    311-ე მუხლის პირველი ნაწილი ბრალდებულის დაუყოვნებლივ ან მიყვანისთანავე დაკითხვის უფლებამოსილების შესახებ ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    პირველ ნაწილში ბრალდებულის დაკითხვა გახდა პროცესის მწარმოებელი ორგანოს უფლებამოსილება და აღარ უკავშირდება დამცველთან კონსულტაციას; 1¹ ნაწილი ამოღებულია.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
  4. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    311-ე მუხლის 1¹ ნაწილში დაკითხვის გარეშე საბრალდებო დასკვნის შედგენის წესი რეკეტირზეც ვრცელდება.

  5. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    311 მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომლის თანახმად გამოცხადებისგან თავის არიდების შემთხვევაში თანამდებობის პირი ბრალდებულის დაკითხვის გარეშეც შეიძლება შეგროვდეს მტკიცებულებები და შედგეს საბრალდებო დასკვნა.

  6. 311-ე მუხლის მე-13 პუნქტში პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობის ასაკობრივი ზღვარი ბრალდებულისთვის 16 წლიდან 18 წლამდე შეიცვალა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3614814715214524118381132152141647311
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…არასრულწლოვანთა მართლმ…პოლიციის შესახებ