საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 381. ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამომძიებელი ან პროკურორი ექიმს ან სხვა სპეციალისტს წარუდგენს შესაბამის პირს, აგრეთვე დადგენილებას მისგან ნიმუშის აღების შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ამ საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის უფლება-მოვალეობები. ექიმის, სხვა სპეციალისტის აცილების საკითხს წყვეტს დადგენილების გამომტანი გამომძიებელი ან პროკურორი.

2.ექიმი ან სხვა სპეციალისტი ატარებს საჭირო მოქმედებას და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის, რისთვისაც შეიძლება გამოიყენოს მეცნიერულტექნიკური მეთოდები და საშუალებები, თუ ეს არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშს ათვალიერებენ, ფუთავენ, ლუქავენ, ხელს აწერენ და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად გადასცემენ გამომძიებელს ან პროკურორს.

3.გამომძიებელი ან პროკურორი ცხოველებისაგან ნიმუშების აღებას ავალებს ექიმვეტერინარს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა სპეციალისტს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი ან პროკურორი ექიმს ან სხვა სპეციალისტს წარუდგენს შესაბამის პირს, აგრეთვე დადგენილებას მისგან ნიმუშის აღების შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ამ საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის უფლება-მოვალეობები. ექიმის, სხვა სპეციალისტის აცილების საკითხს წყვეტს დადგენილების გამომტანი გამომძიებელი ან პროკურორი. 2. ექიმი ან სხვა სპეციალისტი ატარებს საჭირო მოქმედებას და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის, რისთვისაც შეიძლება გამოიყენოს მეცნიერულტექნიკური მეთოდები და საშუალებები, თუ ეს არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშს ათვალიერებენ, ფუთავენ, ლუქავენ, ხელს აწერენ და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად გადასცემენ გამომძიებელს ან პროკურორს. 3. გამომძიებელი ან პროკურორი ცხოველებისაგან ნიმუშების აღებას ავალებს ექიმვეტერინარს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა სპეციალისტს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    381-ე მუხლში ყველგან ამოღებულია მომკვლევი, ხოლო დამსწრეთა აცილება და დამსწრეთა მონაწილეობა ნიმუშის აღებაში ტექსტიდან ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86257166171168119382621471203747584381
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…დნმ-ის მონაცემთა ბაზის…საქართველოს სამოქალაქო…საექიმო საქმიანობის შე…საქართველოს ადმინისტრა…