Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებმუხლი 4

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

მუხლი 4. ბიოლოგიური ნიმუშის აღება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება აქვს: ა) ბიუროს უფლებამოსილ თანამშრომელს; ბ) სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომელს; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) უფლებამოსილ თანამშრომელს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამშრომელი არის ბიუროში/სამინისტროში დასაქმებული ექსპერტი, აგრეთვე ბიუროს ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ გადამზადებული პირი, რომელიც დასაქმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უწყებაში.

3.გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ბიოლოგიურ ნიმუშს აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უგზავნის სამინისტროს ან ბიუროს.

4.მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების, მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მსჯავრდებულის სამინისტროში ან ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას.

5.სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას საგამოძიებო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონით დადგენილი წესით ბრალდებულის გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სამინისტროში ან ბიუროში გამოცხადების შესახებ ინფორმაციის ბრალდებულისთვის მიწოდებას.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების ან პირის მიერ მის აღებაზე უარის თქმის შესახებ ოქმს, რომელშიც აღინიშნება: ა) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი); ბ) ბიოლოგიური ნიმუშის აღების თარიღი; გ) ბიოლოგიური ნიმუშის ამღები უფლებამოსილი თანამშრომლის  სახელი, გვარი და თანამდებობა; დ) სისხლის სამართლის საქმის ნომერი (არსებობის შემთხვევაში); ე) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ განცხადებული თანხმობა/უარი ბიოლოგიური ნიმუშის აღებაზე; ვ) ოქმის შესადგენად აუცილებელი სხვა რეკვიზიტები. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1212 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 17 დეკ. 2025
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-10 · №1

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-17
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

  • 3ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირები
  • 6დნმ-ის მონაცემთა ბაზის დამუშავების ძირითადი წესები
  • 2ტერმინთა განმარტება

პენიტენციური კოდექსი

  • 43¹ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 7⁴მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 147ნიმუშის აღება
  • 128გვამის დათვალიერება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 34¹არასრულწლოვანი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 248პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 26ქსოვილის მოპოვება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 30ორგანოს მოპოვება

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 16ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7⁴2481471281634¹263043¹3624
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…დნმ-ის მონაცემთა ბაზის…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025