საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 62. უწყებრივი და პერსონალური საგამოძიებო ქვემდებარეობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე, 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე, 377-ე, 377 1 , 377 2 და 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე, გარდა ამ მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 189 1 , 190-ე, 192-ე, 193-ე, 195-ე–201-ე, 205-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.

4.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში.

4¹.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.

5.საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 1 , 378-ე, 378 1 , 378 2 , 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს.

6.საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე–306-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.

7.თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი.

8.თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა.

9.ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2835 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.76 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე, 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე, 377-ე, 377 1 , 377 2 და 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე, გარდა ამ მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 189 1 , 190-ე, 192-ე, 193-ე, 195-ე–201-ე, 205-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში. 4 1 . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს. 5. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 1 , 378-ე, 378 1 , 378 2 , 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს. 6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე–306-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს. 7. თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი. 8. თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა. 9. ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2835 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.76 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №90 · ძალაშია 1 აპრ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2006 – 17 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 16

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 მარ. 2009

    62-ე მუხლში მე-2 ნაწილს დაემატა გამონაკლისი 4¹ ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისთვის, ძველი მე-5 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა 4¹ ნაწილად იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლებზე, ხოლო მე-2 ნაწილის წინა რედაქცია ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  3. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2007

    მე-9 ნაწილის ფორმულირებით, რამდენიმე ბრალდების გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე. ამასთან ტექსტიდან ამოვიდა „8. (ამოღებულია)“ აღნიშვნა.

  4. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    62-ე მუხლის 6³ ნაწილში სისხლის სამართლის კოდექსის 342¹, 377-ე–381-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებს ახლა იძიებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სააღსრულებო დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.

  5. 62-ე მუხლის 6¹ ნაწილში გამომძიებელთა ორგანო ფინანსური პოლიციიდან ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურზე გადავიდა, ხოლო მუხლთა დიაპაზონის დასაწყისი 204-ედან 205-ეზე შეიცვალა.

  6. · გამოქვეყნდა 1 მაი. 2006

    62-ე მუხლის 6¹ ნაწილში ფინანსური პოლიციის გამომძიებლების გამოსაძიებელ დანაშაულთა ჩამონათვალს დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 189¹ მუხლი.

  7. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    62-ე მუხლის მე-2 ნაწილში პროკურატურის გამომძიებლის ქვემდებარეობა ოფიცრების მიმართ დაკონკრეტდა: ეხება თანამდებობაზე მყოფ ოფიცერს, რომელსაც აქვს უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდება.

  8. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-2 ნაწილში პროკურატურის ქვემდებარეობა ახლებურად განისაზღვრა; 6¹ ნაწილი შეიცვალა და დაემატა 6²–6⁵ ნაწილები სამინისტროთა საგამოძიებო დანაყოფების ქვემდებარეობისა და პროკურატურის უპირატესობის შესახებ; მე-8 ნაწილი ამოღებულია.

  9. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    62-ე მუხლს დაემატა ტრანსპორტის და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა პროკურატურის გამომძიებელთა საგამოძიებო ქვემდებარეობა (ახალი მე-5 და მე-6 ნაწილები), ხოლო შემდგომი ნაწილები გადანომრილია მე-7 და მე-8 ნაწილებად.

  10. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტში პროკურატურის გამომძიებლის ქვემდებარეობის ჩამონათვალში სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ჩანაცვლდა საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურით, ხოლო მე-6 პუნქტი, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გამომძიებლების ქვემდებარეობას ადგენდა, ამოღებულია.

  11. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილში პროკურატურის გამომძიებლის ქვემდებარეობა გაფართოვდა სამხედრო და მათთან გათანაბრებული კატეგორიებით, მე-3–მე-5 ნაწილები (სამხედრო, ტრანსპორტისა და სასჯელაღსრულების გამომძიებლები) ამოღებულია, ხოლო 6¹ ნაწილში ფინანსური პოლიციის ქვემდებარეობას დაემატა 193-ე მუხლი.

  12. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    მე-2 ნაწილში პროკურატურის გამომძიებლის ქვემდებარეობის მუხლთა ჩამონათვალს დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 217-ე მუხლები.

  13. 62-ე მუხლის 61 ნაწილში ფინანსური პოლიციის გამომძიებლების განსჯადი დანაშაულები ახალი, გაფართოებული ჩამონათვალით განისაზღვრა; ამოღებულია საგადასახადო ან საბაჟო მოკვლევის ორგანოების მიერ შემოწმების პირობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ იმავე საქმეების გამოძიების წესი.

  14. 62-ე მუხლს დაემატა 6¹ ნაწილი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს განუსაზღვრავს გამოსაძიებელ დანაშაულთა კატეგორიებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს პარალელურ განსჯადობას (214-ე მუხლის გარდა).

  15. მე-2 ნაწილში პროკურატურის გამომძიებლის ქვემდებარეობის ნუსხაში „223–225-ე, 220–228-ე“ მუხლები ჩანაცვლდა ერთი დიაპაზონით — 220–226-ე მუხლები.

  16. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    62-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებში საგამოძიებო ქვემდებარეობის ჩამონათვალი ახლებურად განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით, ხოლო მე-4 და მე-5 ნაწილებში ტრანსპორტისა და სასჯელაღსრულების პროკურატურის გამომძიებლები მე-2 ნაწილის ქვემდებარეობის წესებს დაექვემდებარნენ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30638140322130638140361343510279232062
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსამხედრო პროკურატურის …თავდაცვის კოდექსი