საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 412. შემოსულ საქმეზე პროკურორის მიერ გადასაწყვეტი საკითხები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

გამომძიებლისაგან შემოსული საქმის განხილვისას პროკურორი ვალდებულია შეამოწმოს: ა) იყო თუ არა ქმედება, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, და არის თუ არა ამ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა; ბ) ხომ არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები; გ) ყოველმხრივი, სრული და ობიექტურია თუ არა წინასწარი გამოძიება; დ) დასაბუთებულია თუ არა წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით; ე) წაყენებული აქვს თუ არა პირს ბრალდება ყველა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა; ვ) მიცემულია თუ არა პასუხისმგებლობაში ბრალდებული, ასევე დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი; ზ) სწორია თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია; თ) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება; ი) მიღებულია თუ არა ზომები წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად; კ) გამოვლენილია თუ არა მიზეზები და პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას, და მიღებულია თუ არა ზომები მათ აღსაკვეთად; ლ) დაცულია თუ არა წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ ამ კოდექსის ყველა სხვა მოთხოვნა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 1 თებ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    ბოლო ორ ქვეპუნქტს ახლა „კ“ და „ლ“ აღნიშვნა აქვს („ლ“-ისა და „მ“-ის ნაცვლად), ხოლო „კ“ ქვეპუნქტში „შეუწყვეს“ შეიცვალა „შეუწყო“-თი.

  2. · გამოქვეყნდა 18 იან. 2006

    412-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტში პროკურორი ამოწმებს ზომებს წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად საპროცესო კონფისკაციის ნაცვლად.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    412-ე მუხლში პროკურორის შესამოწმებელი საკითხები განახლდა: „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულია, მოკვლევის მითითებები ამოვარდა, ხოლო შეწყვეტა დევნისა და გამოძიების შეწყვეტის საფუძვლებით ჩამოყალიბდა.

  4. 412-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში პროკურორის შემოწმების საგნიდან ამოღებულია მოკვლევა და დარჩა მხოლოდ წინასწარი გამოძიება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9632382252173773733100437647412
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ადმინისტრა…ოპერატიულ-სამძებრო საქ…