ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანებია: ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება; ბ) იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; გ) იმ პირის ძებნა შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენის მიზნით, რომელიც, მიუხედავად გამოძახებისა, თავს არიდებს გამოძიების ან სასამართლოს წინაშე გამოცხადებას; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ძებნა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენა, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას; დ) დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა; ე) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა; ვ) სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება; ზ) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირება (სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობის დადგენა); თ) პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა; [ ი) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, უკანონო მიგრაციის პრევენცია და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3537 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1809 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
მუხლი 3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №59 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
მე-3 მუხლის ამოცანათა ჩამონათვალს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისა და აღკვეთის, ასევე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის შესახებ.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე
იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი
იურისტი
კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾250

დავით ელისაბედაშვილი
კერძო აღმასრულებელი
კონსულტაცია: ₾100

