Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 44

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 44. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151616¹171819202121²222323¹242526272829303132333435363738394041424343¹44454647484950515253545556575859

1.სასამართლო – მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო; მოსამართლე – ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს სისხლის სამართლის საქმესა და მასალებს საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ.

2.(ამოღებულია).

3.სასამართლო ინსტანციები – პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები.

4.საგამოძიებო კოლეგია – საოლქო სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გამოძიების მოსამართლეებს აერთიანებს.

5.გამოძიების მოსამართლე – ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლე, რომელიც წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს.

6.სასამართლო გადაწყვეტილება – სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება, ბრძანება, განკარგულება.

7.განაჩენი – პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.

8.განჩინება – კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.

9.დადგენილება – გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას; გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიების პროცესში.

10.შემაჯამებელი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს სისხლის სამართლის პროცესის ამა თუ იმ სტადიას.

11.სასამართლო ბრძანება (მოსამართლის ბრძანება) – მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა დაპატიმრების, სხვა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვას.

12.სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) – გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო (მოსამართლე).

13.პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები.

14.სახელმწიფო ბრალმდებელი – პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.

15.გამომძიებელი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადო საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით.

16.(ამოღებულია).

16¹.საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი – პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და განათლება მხარის მიერ დასმულ საკითხებზე საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად.

17.(ამოღებულია).

18.მხარეები – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი, რომლებიც იცავენ საკუთარ ან მარწმუნებლების ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში.

19.ბრალდების მხარე – პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები.

20.დაცვის მხარე – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, დამცველი, ბრალდებულის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.

21.ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). ამ კოდექსის XXIV თავის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი 21 1 . ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან ან განსასჯელთან მუდმივად მცხოვრები პირი.

21².დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი.

22.კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი.

23.დასაცავი პირი – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული, რომელსაც დამცველი იცავს.

23¹.ეჭვმიტანილი – პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებულ იქნეს ბრალდება. პირი ეჭვმიტანილად ითვლება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკავებისთანავე ან პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე.

24.ბრალდებული – სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი.

25.განსასჯელი – ბრალდებული, რომლის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად ან საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ დასამტკიცებლად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

26.მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

27.გამართლებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

28.დაპატიმრება – წინასწარი პატიმრობა.

29.სისხლის სამართლის პროცესი – გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთა კანონით მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად.

30.საპროცესო მოქმედება – სამართალწარმოების ნებისმიერი ორგანოს მოქმედება, რომელიც ტარდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურის ფარგლებში.

31.საგამოძიებო (სასამართლო) მოქმედება – საპროცესო მოქმედება, რომელიც ტარდება მტკიცებულებათა შეკრების, დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების მიზნით.

32.საპროცესო გადაწყვეტილება – გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.

33.პროკურორის სანქცია – პროკურორის მიერ გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

34.სისხლის სამართლის საქმე – საგამოძიებო და სასამართლო ოქმების, დოკუმენტების, ექსპერტების დასკვნების, ნივთიერ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

35.ზიანი – უშუალო ზიანი და ანაცდენი სარგებელი.

36.ღამის დრო – 22 საათიდან 6 საათამდე.

37.არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

38.მცირეწლოვანი – პირი, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი.

39.ადვოკატურა, საადვოკატო ბიურო, ფირმა – ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა კოლეგიების წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა.

40.(ამოღებულია).

41.კერძო ბრალმდებელი – დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას სასამართლოში.

42.კერძო გამოძიება – დაცვის მხარის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დაცვისათვის საჭირო მონაცემების შეკრება და მტკიცებულებათა სახით პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენა. აღნიშნული საქმიანობა არ წესრიგდება ამ კოდექსით.

43.წინასწარი გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა და მისი ჩამდენი პირის მხილება.

43¹.სისხლისსამართლებრივი დევნა – ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა.

44.დამსწრე – ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში მოწვეული პირი.

45.გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილი.

46.საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიზნებისათვის: ა) გადაცემა – სახელმწიფოს მიერ პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად; ბ) ექსტრადიცია – ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირის გადაცემა საერთაშორისო ხელშეკრულების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

47.თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი) – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე ანდა საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც მსჯავრდებულია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო ანდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, გამოძალვაში, მითვისებაში ან გაფლანგვაში, გადასახადებისათვის თავის არიდებაში, საბაჟო წესების დარღვევაში, წამებაში ან წამების მუქარაში ანდა დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.

48.(ამოღებულია).

49.ქონების ჩამორთმევა – როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით.

50.რეკეტი – შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.

51.რეკეტული დაჯგუფება – თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.

52.რეკეტირი – პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.

53.რეკეტული ქონება – რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

54.ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ბრალდებული, რომლის მიმართაც განიხილება საქართველოში ექსტრადიციის საკითხი, ან პირი, რომლის მიმართაც განიხილება საზღვარგარეთ ექსტრადიციის საკითხი.

55.საექსტრადიციო პატიმრობა – პატიმრობა, რომელიც გამოიყენება საზღვარგარეთ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად.

56.სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი – სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების თანამშრომელი, რომლის ვინაობა გასაიდუმლოებულია, რომელიც პროცესში მონაწილეობს ფსევდონიმით და უფლებამოსილია ჩვენება მისცეს მხოლოდ შეცვლილი გარეგნობით ან ხმით.

57.საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა – პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით და სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის გამართვამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.

58.უკანონო ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც (რომლებიც) მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

59.დაუსაბუთებელი ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის (რომელთა) კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს არ აქვს ან იგი (ისინი) მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417 საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4784 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.165 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32 კარი მეორე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი თავი VI სასამართლო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №99 · ძალაშია 15 მარ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 29

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 იან. 2015
  2. 15 მარ. 2010
  3. 1 აპრ. 2009· გამოქვეყნდა 12 მარ. 2009

    44-ე მუხლის მე-15 ნაწილში გამომძიებლის განმარტებაში იუსტიციის სამინისტროს გვერდით დაემატა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, შესწორდა „დაცვისა“ და ამოღებულია ნაწილის წინა დუბლირებული რედაქცია.

  4. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008

    მე-13 პუნქტში პროკურორის ცნება ახლა იუსტიციის მინისტრს ეფუძნება გენერალური პროკურორის ნაცვლად; დაემატა მე-15 პუნქტი გამომძიებლის განმარტებით, რომელიც ჩამოთვლის შესაბამის უწყებებს.

  5. 1 ივლ. 2008· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2007

    44-ე მუხლს დაემატა საგამოძიებო კოლეგიის განმარტება (მე-4 ნაწილი). მცირეწლოვნის განმარტებაში (38-ე ნაწილი) თოთხმეტწლიანი ზღვარი შენარჩუნდა, ხოლო ჩამოთვლილი დანაშაულების ჩადენისას ის თორმეტ წლამდე ჩამოვიდა.

  6. 1 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    44-ე მუხლის 47-ე ნაწილში თანამდებობის პირის განმარტება ბრალდებულიდან მსჯავრდებულ პირზე გადავიდა; დანაშაულთა ჩამონათვალი იგივეა.

  7. 1 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2007

    44-ე მუხლში გამომძიებლის განმარტებაში (მე-15 ნაწილი) დაემატა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლის განმარტებიდან (56-ე ნაწილი) ამოღებულია „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ და დაემატა ახალი 58-ე და 59-ე ნაწილები — უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების განმარტებები.

  8. 26 იან. 2007· გამოქვეყნდა 12 იან. 2007
  9. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    44-ე მუხლის 47-ე ნაწილში თანამდებობის პირის განმარტებას დაემატა წამება, წამების მუქარა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; დანარჩენი ცვლილებები სტილისტურია.

  10. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    მე-6 პუნქტის განმარტებაში სასამართლო გადაწყვეტილებას დაემატა ბრძანება, ხოლო ახალი 57 პუნქტი განსაზღვრავს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, მისი დადასტურების წესს და 48-საათიან და 5-დღიან ვადებს.

  11. 31 დეკ. 2006

    44-ე მუხლის მე-15 ნაწილში გამომძიებლის განმარტებაში ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია შეიცვალა ამავე სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადო საგამოძიებო დანაყოფით.

  12. 1 თებ. 2006· გამოქვეყნდა 18 იან. 2006

    44-ე მუხლის 48-ე პუნქტი, საპროცესო კონფისკაციის განმარტება, ამოღებულია; 49-ე პუნქტში ქონების ჩამორთმევის შინაარსი ახლა სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლზე მითითებით განისაზღვრება.

  13. 18 იან. 2006· გამოქვეყნდა 4 იან. 2006

    44-ე მუხლს დაემატა 16¹ ნაწილი, რომელიც განმარტავს საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის ცნებას.

  14. 10 იან. 2006· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    44-ე მუხლში ამოღებულია მე-16 პუნქტი, 25-ე პუნქტის „განსასჯელის“ განმარტება საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად ჩაბარებასაც მოიცავს, ხოლო დაემატა 56 პუნქტი სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლის შესახებ.

  15. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    44-ე მუხლში 43-ე პუნქტი ახლა განმარტავს წინასწარ გამოძიებას, სისხლისსამართლებრივი დევნა გადავიდა 43¹ პუნქტში, ხოლო „დამსწრისა“ და „თანამდებობის პირის“ განმარტებები ახლებურად ჩამოყალიბდა. დაემატა 54-ე და 55-ე პუნქტები ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისა და საექსტრადიციო პატიმრობის შესახებ.

  16. 15 მაი. 2005· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    44-ე მუხლის მე-7 ნაწილში განაჩენის განმარტება ახლა ეხება პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებს (მრავლობითში).

  17. 25 დეკ. 2004

    44-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტებში გამომძიებლებისა და საგამოძიებო ორგანოს უფროსების ჩამონათვალიდან ამოღებულია სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, ხოლო მე-15 პუნქტში პროკურატურას დაემატა „საქართველოს“.

  18. 10 სექ. 2004· გამოქვეყნდა 27 აგვ. 2004

    44-ე მუხლის 47-ე ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: თანამდებობის პირში ახლა შედის საჯარო მოხელე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მოადგილე, ხოლო სახელმწიფო წილის ზღვარია 50% ან 50%-ზე მეტი.

  19. 27 აგვ. 2004

    44-ე მუხლში დაემატა 23¹ პუნქტი, რომელიც განმარტავს ეჭვმიტანილის ცნებას და ადგენს ეჭვმიტანილად ჩათვლის მომენტებს: დაკავება 142-ე მუხლის პირველი ნაწილით ან ეჭვმიტანილად ცნობის დადგენილების გამოტანა.

  20. 23 ივლ. 2004· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    44-ე მუხლში დაემატა ახლო ნათესავის, ოჯახის წევრისა და დაკავშირებული პირის განმარტებები და რეკეტთან დაკავშირებული ოთხი ცნება (50-53 პუნქტები).

  21. 23 მარ. 2004· გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    44-ე მუხლს დაემატა ახალი განმარტებები: თანამდებობის პირი (47), საპროცესო კონფისკაცია (48) და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა (49).

  22. 4 მარ. 2004

    44-ე მუხლის მე-15 და მე-16 ნაწილებში გამომძიებლისა და საგამოძიებო ორგანოს უფროსის განმარტებაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი დაკონკრეტდა ფინანსური პოლიციის დეპარტამენტად, მე-16 ნაწილში დაემატა პროკურატურა და სხვა საგამოძიებო ნაწილის უფროსები.

  23. 19 სექ. 2003· გამოქვეყნდა 5 სექ. 2003

    44-ე მუხლს დაემატა 46 პუნქტი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს გადაცემას (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის) და ექსტრადიციას (სახელმწიფოსთვის).

  24. 15 სექ. 2003

    44-ე მუხლის მე-15 ნაწილში გამომძიებელთა წრე გაფართოვდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამდებობის პირებით (მრავლობითი რედაქციით), ხოლო მე-16 ნაწილში საგამოძიებო ორგანოს უფროსებს დაემატა ამ დეპარტამენტის თავმჯდომარეები და მოადგილეები.

  25. 17 ივლ. 2001· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2001

    44-ე მუხლის მე-40 პუნქტი ამოღებულია, ამიერიდან კოდექსის ტერმინთა განმარტებებში „პრობაციის სამსახური“ აღარ არის განმარტებული.

  26. 31 მარ. 2001

    44-ე მუხლის მე-3, მე-8 და მე-14 პუნქტებიდან ამოღებულია საზედამხედველო (სარევიზიო) ინსტანცია და ჩამონათვალი ახლა მოიცავს მხოლოდ პირველ, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს.

  27. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    44-ე მუხლს დაემატა 45-ე პუნქტი, რომლის მიხედვითაც გამოძიების ადგილი არის საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილი.

  28. 1 ივნ. 1999

    44-ე მუხლში შეიცვალა სასამართლო ინსტანციების ჩამონათვალი (მე-3 პუნქტი), განაჩენისა (მე-7) და მსჯავრდებულის (26-ე) განმარტებები, გაფართოვდა ადვოკატურის განმარტება (39-ე) და დაემატა „დამსწრის“ განმარტება (44-ე პუნქტი).

  29. 14 მაი. 1999

    23-ე პუნქტში დასაცავი პირის ცნება გაფართოვდა განსასჯელზე და მსჯავრდებულზე; მე-40 პუნქტში ამოღებულია „რევიზიის“ განმარტება და მის ადგილას ჩამოყალიბდა რესოციალიზაციის სამსახურის, კერძო ბრალმდებლის, კერძო გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განმარტებები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 43შემდეგი მუხლი 45

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 29 ცვლილება · ბოლო 12 იან. 2015
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 39 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

ამნისტიისა და არად… 1

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 22სასამართლოთა შემადგენლობა
  • 19სასამართლო, როგორც მართლმსაჯულების ორგანო
  • 20სასამართლოს უფლებამოსილება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 243საბოლოო გადაწყვეტილება
  • 284განჩინების გამოტანა
  • 27კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება
  • 1სასამართლო ხელისუფლება
  • 30მოსამართლეთა სპეციალიზაცია

საქართველოს კონსტიტუცია

  • 63მოსამართლე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 27ტერმინთა განმარტება

პროკურატურის შესახებ

  • 2ძირითად ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27124328427632219201¹130244
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიისა და არადეკლა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ზოგადი ადმ…