Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 2

პროკურატურის შესახებ

მუხლი 2. ძირითად ტერმინთა განმარტება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴234566¹78910

1.პროკურორი – საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომ − გენერალური პროკურორი), გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი და მათი მოადგილეები, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, სტაჟიორ-პროკურორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება.

1¹.ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი (შემდგომ − მეკავშირე პროკურორი) – საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელსაც ნიშნავს გენერალური პროკურორი და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

1².მეკავშირე პროკურორის დამხმარე (შემდგომ − დამხმარე) − გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელიც დახმარებას უწევს მეკავშირე პროკურორს და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით , ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

1³.ევროჯასტთან საქართველოს პროკურატურის საკონტაქტო პირი − გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული პირი, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით.

1⁴.ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტი − გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული ევროჯასტთან საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე კორესპონდენციის წარმოებისთვის.

2.პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი.

3.პროკურატურის თანამშრომელი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

4.პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტაჟიორის თანამდებობაზე ან სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი.

5.პროკურატურის პრაქტიკანტი − საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად პრაქტიკანტად მიღებული უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი განათლების მიმღები სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

6.პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე − პროკურატურის უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, კანცელარიის უფროსი, საქმისწარმოების სამმართველოს/განყოფილების უფროსი, პროკურატურის უფროსი სპეციალისტი,  სპეციალისტი, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი, კოორდინატორი, სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირი ან მისი მოადგილე, რომელიც არ არის პროკურორი და ინიშნება პროკურატურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციაა საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელება.

6¹.პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი − გენერალური პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით დანიშნული ან განსაზღვრული პირი, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

7.პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც პროკურატურაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს პროკურატურის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.

8.სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი − პროკურატურის თანამშრომელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი.

9.მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი.

10.სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირი − პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული ან რომელსაც სხვაგვარად აქვს შეზღუდული თავისუფლება, აგრეთვე პირი, რომლის გადაადგილების თავისუფლება და ადგილსამყოფლის თავისი ნების შესაბამისად დატოვების უფლება ფაქტობრივად არის შეზღუდული მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თუ მისი ფარგლების გარეთ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის ორგანული კანონი №5077 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №665 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. პროკურორი – საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომ − გენერალური პროკურორი), გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი და მათი მოადგილეები, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, სტაჟიორ-პროკურორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება. 1 1 . ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი (შემდგომ − მეკავშირე პროკურორი) – საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელსაც ნიშნავს გენერალური პროკურორი და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 1 2 . მეკავშირე პროკურორის დამხმარე (შემდგომ − დამხმარე) − გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელიც დახმარებას უწევს მეკავშირე პროკურორს და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით , ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 1 3 . ევროჯასტთან საქართველოს პროკურატურის საკონტაქტო პირი − გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული პირი, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით. 1 4 . ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტი − გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული ევროჯასტთან საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე კორესპონდენციის წარმოებისთვის. 2. პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი. 3. პროკურატურის თანამშრომელი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 4. პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტაჟიორის თანამდებობაზე ან სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი. 5. პროკურატურის პრაქტიკანტი − საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად პრაქტიკანტად მიღებული უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი განათლების მიმღები სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 6. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე − პროკურატურის უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, კანცელარიის უფროსი, საქმისწარმოების სამმართველოს/განყოფილებისგანყოფილების უფროსი, პროკურატურის უფროსი სპეციალისტი,  სპეციალისტი, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი, კოორდინატორი,იმ სტრუქტურული დანაყოფისდანაყოფების ხელმძღვანელი პირიპირები ან მისიმათი მოადგილე,მოადგილეები, რომელიცრომლებიც არ არისარიან პროკურორიპროკურორები და ინიშნებაინიშნებიან პროკურატურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლისრომელთა ფუნქციაა საჯაროსამართლებრივისაჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელება. 6 1 . პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი − გენერალური პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით დანიშნული ან განსაზღვრული პირი, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. 7. პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც პროკურატურაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს პროკურატურის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. 8. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი − პროკურატურის თანამშრომელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი. 9. მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი. 10. სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირი − პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული ან რომელსაც სხვაგვარად აქვს შეზღუდული თავისუფლება, აგრეთვე პირი, რომლის გადაადგილების თავისუფლება და ადგილსამყოფლის თავისი ნების შესაბამისად დატოვების უფლება ფაქტობრივად არის შეზღუდული მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თუ მისი ფარგლების გარეთ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის ორგანული კანონი №5077 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №665 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
  2. 19 დეკ. 2023
  3. 8 ივლ. 2021· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2021
  4. 7 ოქტ. 2019
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №16

3
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2025-06-25
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

კორუფციის წინააღმდ… 2მუხლი 30¹დიპლომატიური სამსა… 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 30¹მეკავშირე პროკურორი და დამხმარე
  • 15გენერალური პროკურორი
  • 10გენერალური პროკურატურა

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 32³მეკავშირე პროკურორი და დამხმარე

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 6- მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში
  • 9- სამოქმედო და სტრატეგიული შეხვედრები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი
  • 3ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის
  • 37გამომძიებელი

სამხედრო პროკურატურის შესახებ

  • 11მთავარ სამხედრო პროკურორს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის წარდგინებით.

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1832³652333371¹30¹151069112
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებკორუფციის წინააღმდეგ ბ…დიპლომატიური სამსახური…საქართველოსა და ევროჯა…საქართველოს სისხლის სა…სამხედრო პროკურატურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026