საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 456. სასამართლო სხდომის განაწესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლოს შემოსვლისა და დარბაზიდან გასვლის წინ სასამართლოს მდივანი აცხადებს: „ადექით, სასამართლო მოდის!“ ან: „ადექით, სასამართლო გადის!“ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სასამართლო სხდომის ყველა დამსწრე ფეხზე დგება.

2.სასამართლო განხილვის ყველა მონაწილე მოსამართლეს (სასამართლოს) მიმართავს „ბატონო მოსამართლევ!“, „ბატონო მოსამართლენო!“, რის შემდეგაც ფეხზე ამდგარი აკეთებს საჭირო განცხადებას. გამონაკლისი სასამართლოში ქცევის წესებიდან დასაშვებია თავმჯდომარის ნებართვით.

3.თავმჯდომარის განკარგულებათა შესრულება სავალდებულოა სასამართლო განხილვის მონაწილე და სასამართლო სხდომის დამსწრე ყოველი პირისათვის.

4.16 წლამდე ასაკის პირები, თუ ისინი არ არიან მხარეები ან მოწმეები, სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვებიან.

5.სასამართლოში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემლობის შემთხვევაში იყენებენ 208-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონიძიებებს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 თავი LII სასამართლო სხდომის მოსამზადებელი ნაწილი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლოს შემოსვლისა და დარბაზიდან გასვლის წინ სასამართლოს მდივანი აცხადებს: „ადექით, სასამართლო მოდის!“ ან: „ადექით, სასამართლო გადის!“ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სასამართლო სხდომის ყველა დამსწრე ფეხზე დგება. 2. სასამართლო განხილვის ყველა მონაწილე მოსამართლეს (სასამართლოს) მიმართავს „ბატონო მოსამართლევ!“, „ბატონო მოსამართლენო!“, რის შემდეგაც ფეხზე ამდგარი აკეთებს საჭირო განცხადებას. გამონაკლისი სასამართლოში ქცევის წესებიდან დასაშვებია თავმჯდომარის ნებართვით. 3. თავმჯდომარის განკარგულებათა შესრულება სავალდებულოა სასამართლო განხილვის მონაწილე და სასამართლო სხდომის დამსწრე ყოველი პირისათვის. 4. 16 წლამდე ასაკის პირები, თუ ისინი არ არიან მხარეები ან მოწმეები, სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვებიან. 5. სასამართლოში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემლობის შემთხვევაში იყენებენ 208-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონიძიებებს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 თავი LII სასამართლო სხდომის მოსამზადებელი ნაწილი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 456-ე მუხლის მე-5 ნაწილში ღონისძიებების გამოყენების მითითება 209-ე მუხლიდან 208-ე მუხლზე გადავიდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁹210212203208321868519512458152229456
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…აფხაზეთის ავტონომიური …არასრულწლოვანთა მართლმ…