საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 472. ბრალდების არსის განმარტება და განსასჯელის პოზიციის გარკვევა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თავმჯდომარე განსასჯელს განუმარტავს მისთვის წაყენებული ბრალდების არსს, მისი ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელს, წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის საფუძველსა და ოდენობას. თუ განსასჯელი რამდენიმეა, ასეთი განმარტება ეძლევა ყოველ მათგანს. განსასჯელს უფლება აქვს უარი თქვას განმარტების მოსმენაზე. საქმეში განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობისას ასეთი უარის მიღება შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.

2.თავმჯდომარე ეკითხება თითოეულ განსასჯელს, ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ და, თუ ცნობს, – რაში. განსასჯელს უნდა განემარტოს, რომ იგი არ არის შეზღუდული წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, არ არის ვალდებული პასუხი გასცეს დასმულ კითხვას და რომ პასუხის გაცემაზე უარი არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს თავისი პასუხი ჩვენების ჩამოუყალიბებლად. განსასჯელის დუმილი ნიშნავს, რომ იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

3.თავმჯდომარე განსასჯელს ეკითხება, ცნობს თუ არა მისთვის წარდგენილ სამოქალაქო სარჩელს მთლიანად ან ნაწილობრივ. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს პასუხი. დუმილი მიჩნეულია სამოქალაქო სარჩელის არცნობად.

4.მხარეებს უფლება აქვთ განსასჯელს დაუსვან დამაზუსტებელი კითხვები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თავმჯდომარე განსასჯელს განუმარტავს მისთვის წაყენებული ბრალდების არსს, მისი ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელს, წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის საფუძველსა და ოდენობას. თუ განსასჯელი რამდენიმეა, ასეთი განმარტება ეძლევა ყოველ მათგანს. განსასჯელს უფლება აქვს უარი თქვას განმარტების მოსმენაზე. საქმეში განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობისას ასეთი უარის მიღება შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით. 2. თავმჯდომარე ეკითხება თითოეულ განსასჯელს, ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ და, თუ ცნობს, – რაში. განსასჯელს უნდა განემარტოს, რომ იგი არ არის შეზღუდული წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, არ არის ვალდებული პასუხი გასცეს დასმულ კითხვას და რომ პასუხის გაცემაზე უარი არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს თავისი პასუხი ჩვენების ჩამოუყალიბებლად. განსასჯელის დუმილი ნიშნავს, რომ იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. 3. თავმჯდომარე განსასჯელს ეკითხება, ცნობს თუ არა მისთვის წარდგენილ სამოქალაქო სარჩელს მთლიანად ან ნაწილობრივ. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს პასუხი. დუმილი მიჩნეულია სამოქალაქო სარჩელის არცნობად. 4. მხარეებს უფლება აქვთ განსასჯელს დაუსვან დამაზუსტებელი კითხვები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36412173418727⁶27⁵23022921975⁶¹36472
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საკონსტიტუ…საერთო სასამართლოების …საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…