Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 27⁶

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 27⁶

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მომხსენებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოხსენებით. საქმის მომხსენებელი ვალდებულია: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მოახსენოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისა და საქმის არსებითად განხილვის საფუძველი, აგრეთვე საქმეში არსებული მასალების შინაარსი; ბ) უპასუხოს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შეკითხვებს.

2.საქმის მოხსენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს ჯერ მოსარჩელის, ხოლო შემდეგ − მოპასუხის განმარტებებს. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვები დაუსვას მხარეებს და მათ წარმომადგენლებს.

3.მხარეთა მოსმენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებებს, აქვეყნებს საქმეში არსებულ და საქმის განხილვის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს. ექსპერტთა და სპეციალისტთა დაკითხვამდე სხდომის თავმჯდომარე ადგენს მათ ვინაობას და წერილობით აფრთხილებს მათ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ყალბი დასკვნისათვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. თავმჯდომარე აფრთხილებს აგრეთვე თარჯიმანს შეგნებულად არასწორი თარგმნისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.

4.საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვები დაუსვას მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს.

5.სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე საკუთარი ან საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ინიციატივით და საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით მოხსნას მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და სასამართლოს მეგობრისათვის დასმული შეკითხვა.

6.საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს საქმის განხილვის მონაწილეთა დასკვნით სიტყვებს. ჯერ გამოდიან მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი და ადვოკატი. დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე უცხადებს საქმის განხილვის მონაწილეებს და სხდომის დარბაზში მყოფ სხვა პირებს. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 10 აგვ. 2018
წინა მუხლი 27⁵შემდეგი მუხლი 28

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-10-16 · №38

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2018-08-10
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 27⁵—
  • 27¹—
  • 43¹—

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75⁶¹საქმის არსებითი განხილვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 217საქმის განხილვის დაწყება
  • 383საქმის ზეპირი განხილვა
  • 210სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 118მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს
  • 115დაკითხვის ზოგადი წესი
  • 306საკასაციო სხდომა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 41დავის განხილვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
412173832106027⁵27¹43¹11811530675⁶¹27⁶
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საერთო სასამართლოების …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025