1.თუ განსასჯელმა სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე თავი დამნაშავედ ცნო და ეს აღიარება ნებაყოფლობითია, არ იწვევს მხარეთა დავასა და სასამართლოს ეჭვს, სასამართლო გამოძიება სასამართლო განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება არ ჩატარდეს ან შეიკვეცოს. განსასჯელის დაკითხვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.
2.სასამართლო (მოსამართლე), რომელიც განიხილავს განსასჯელის მიერ ბრალის აღიარებას, ვალდებულია მხარეთა მონაწილეობით დარწმუნდეს, რომ:
ა) განსასჯელს გაცნობიერებული აქვს ბრალის არსი და შედეგები;
ბ) განსასჯელს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება, მიეღო შესაბამისი სამართლებრივი დახმარება თავისი დამცველისაგან, თუ მას დამცველი ჰყავს;
გ) აღიარება ნებაყოფლობითია და ბრალდებულის (განსასჯელის) მიმართ არ ყოფილა მუქარა, დაშინება, იძულება ან სხვაგვარი ზეწოლა ან/და მოტყუება;
დ) აღიარება დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი მასალებით, რომელთაც ეთანხმება განსასჯელი.
3.თუ საქმეში რამდენიმე განსასჯელია და თუნდაც ერთ მათგანს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის თაობაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება სრული მოცულობით ან იმ მოცულობით, რომელსაც ითხოვს ეს განსასჯელი.
4.სასამართლო გამოძიების გაუქმება ან შეკვეცა დაუშვებელია, თუ განსასჯელს არ შესრულებია 16 წელი, ფსიქიკური ნაკლი აქვს ან ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე თუ საქმეში არის ორი ან მეტი განსასჯელი და თუნდაც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს.
5.(ამოღებულია).
6.განსასჯელის დაკითხვას იწყებს დამცველი, დაცვის მხარის წარმომადგენელი; შემდეგ მას დაკითხავენ პროცესის სხვა მონაწილენი, რომლებიც არ წარმოადგენენ ბრალდების მხარეს, შემდეგ ბრალმდებელი, ბრალდების მხარის წარმომადგენელი და პროცესის სხვა მონაწილეები, ბოლოს კი მოსამართლე. ამის შემდეგ დამცველს უფლება აქვს დამატებითი კითხვები დაუსვას განსასჯელს.
7.თუ განსასჯელმა აღიარა დანაშაული, მაგრამ დაკითხვისას განაცხადა ფაქტები, რომლებიც შემოწმებას მოითხოვს, სასამართლო გამოძიება უნდა გაგრძელდეს.
8.იმ განსასჯელის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც აღიარა დანაშაული, სასამართლო აცხადებს სასამართლო გამოძიების დამთავრებას და გადადის მხარეთა კამათის მოსმენაზე.
9.თუ სასამართლო გამოძიების დასაწყისში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სრული მოცულობით ჩატარების შესახებ, შემდგომ სასამართლო გამოძიების შეკვეცა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორი და დაზარალებული უარს ამბობენ ბრალდებაზე.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ განსასჯელმა სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე თავი დამნაშავედ ცნო და ეს აღიარება ნებაყოფლობითია, არ იწვევს მხარეთა დავასა და სასამართლოს ეჭვს, სასამართლო გამოძიება სასამართლო განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება არ ჩატარდეს ან შეიკვეცოს. განსასჯელის დაკითხვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.2. სასამართლო (მოსამართლე), რომელიც განიხილავს განსასჯელის მიერ ბრალის აღიარებას, ვალდებულია მხარეთა მონაწილეობით დარწმუნდეს, რომ:ა) განსასჯელს გაცნობიერებული აქვს ბრალის არსი და შედეგები;ბ) განსასჯელს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება, მიეღო შესაბამისი სამართლებრივი დახმარება თავისი დამცველისაგან, თუ მას დამცველი ჰყავს;გ) აღიარება ნებაყოფლობითია და ბრალდებულის (განსასჯელის) მიმართ არ ყოფილა მუქარა, დაშინება, იძულება ან სხვაგვარი ზეწოლა ან/და მოტყუება;დ) აღიარება დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი მასალებით, რომელთაც ეთანხმება განსასჯელი.3. თუ საქმეში რამდენიმე განსასჯელია და თუნდაც ერთ მათგანს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის თაობაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება სრული მოცულობით ან იმ მოცულობით, რომელსაც ითხოვს ეს განსასჯელი.4. სასამართლო გამოძიების გაუქმება ან შეკვეცა დაუშვებელია, თუ განსასჯელს არ შესრულებია 16 წელი, ფსიქიკური ნაკლი აქვს ან ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე თუ საქმეში არის ორი ან მეტი განსასჯელი და თუნდაც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს.5. (ამოღებულია).6. განსასჯელის დაკითხვას იწყებს დამცველი, დაცვის მხარის წარმომადგენელი; შემდეგ მას დაკითხავენ პროცესის სხვა მონაწილენი, რომლებიც არ წარმოადგენენ ბრალდების მხარეს, შემდეგ ბრალმდებელი, ბრალდების მხარის წარმომადგენელი და პროცესის სხვა მონაწილეები, ბოლოს კი მოსამართლე. ამის შემდეგ დამცველს უფლება აქვს დამატებითი კითხვები დაუსვას განსასჯელს.7. თუ განსასჯელმა აღიარა დანაშაული, მაგრამ დაკითხვისას განაცხადა ფაქტები, რომლებიც შემოწმებას მოითხოვს, სასამართლო გამოძიება უნდა გაგრძელდეს.8. იმ განსასჯელის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც აღიარა დანაშაული, სასამართლო აცხადებს სასამართლო გამოძიების დამთავრებას და გადადის მხარეთა კამათის მოსმენაზე.9. თუ სასამართლო გამოძიების დასაწყისში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სრული მოცულობით ჩატარების შესახებ, შემდგომ სასამართლო გამოძიების შეკვეცა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორი და დაზარალებული უარს ამბობენ ბრალდებაზე.საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
18 იან. 2006 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
473-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულია — გაუქმებული ან შეკვეცილი სასამართლო გამოძიებისას მაქსიმალური სასჯელის ორი მესამედის ზღვარი აღარ არსებობს ტექსტში.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
473-ე მუხლის მე-5 ნაწილში ერთი მესამედით შემცირება დაკავშირებულია სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელთან.
· გამოქვეყნდა 4 იან. 2006
473-ე მუხლის მე-5 ნაწილში გაუქმებული ან შეკვეცილი სასამართლო გამოძიებისას სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს მაქსიმალური სასჯელის არა უმეტეს ორი მესამედი, ერთი მესამედით შემცირების განხილვის ნაცვლად.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
მე-3 პუნქტში გამოკვლევის მოცულობას ითხოვს განსხვავებული აზრის მქონე განსასჯელი რამდენიმე განსასჯელიან საქმეში; მე-4 პუნქტს დაემატა გაუქმების აკრძალვის საფუძველი, როცა ერთი განსასჯელიც არ აღიარებს დანაშაულს; მე-5 პუნქტი სასჯელის ერთი მესამედით შემცირების განხილვას ითვალისწინებს, ხოლო მე-6 პუნქტში დაკითხვის რიგიდან მსაჯულები ამოღებულია.
473-ე მუხლის მე-4 ნაწილში თავისუფლების აღკვეთის ზღვარი 10 წლიდან 15 წლამდე შეიცვალა.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საერთო სასამართლოების …