საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 27⁵

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე: ა) ხსნის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე განიხილება არსებითად; ბ) ამოწმებს მოსამართლეთა კვორუმს და სხდომის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი სხდომის მდივნის გამოცხადებას; გ) ამოწმებს მხარეთა უფლებამოსილებას; დ) არკვევს სამართალწარმოების მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოცხადებას და მათი გამოუცხადებლობის მიზეზებს; ე) აცხადებს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას და სხდომის მდივანს; ვ) სამართალწარმოების მონაწილეებს განუმარტავს ამ კანონით განსაზღვრულ მათ უფლებებსა და მოვალეობებს; ზ) არკვევს, სურთ თუ არა სამართალწარმოების მონაწილეებს დამატებით მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოძახება ან დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა. ამ საკითხებზე შემოსულ შუამდგომლობებს სასამართლო წყვეტს სხდომის დარბაზში ხმათა უმრავლესობით; თ) აცხადებს საქმის არსებითად განხილვის დაწყებას.

2.მხარეს უფლება აქვს, საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დასვას საქმის განხილვაში მონაწილე ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის აცილების საკითხი, თუ: ა) ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია; ბ) ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან არის სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, ექსპერტს, სპეციალისტს, თარჯიმანს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას.

4.აცილების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 10 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 აპრ. 1996 – 10 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 15 აპრ. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2142102036027⁶1243¹22930623175⁶¹2527⁵
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა