საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 497. მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლოს მიერ საქმის კოლეგიურად განხილვის შემდეგ განაჩენი დგინდება სათათბირო ოთახში, სადაც შეიძლება იყვნენ მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლენი და ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც აკეთებს ჩანაწერს.

2.საქმის ერთპიროვნულად განხილვისას მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილ და დაცულ ოთახში.

3.განაჩენის დადგენისას სასამართლოს ან მოსამართლეს შეუძლია შესვენება, აგრეთვე დასვენება უქმე დღეებში.

4.განაჩენის დადგენის დროს დაუშვებელია საქმესთან დაკავშირებით სხვა პირებთან რაიმე ურთიერთობა, აგრეთვე ტელეფონით ან სხვა გზით თათბირი განაჩენში გადასაწყვეტ საკითხებზე.

5.მოსამართლესა და ტექნიკურ თანამშრომელს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მოსამართლეთა თათბირის დროს გამოთქმული მოსაზრებანი. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლოს მიერ საქმის კოლეგიურად განხილვის შემდეგ განაჩენი დგინდება სათათბირო ოთახში, სადაც შეიძლება იყვნენ მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლენი და ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც აკეთებს ჩანაწერს. 2. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილ და დაცულ ოთახში. 3. განაჩენის დადგენისას სასამართლოს ან მოსამართლეს შეუძლია შესვენება, აგრეთვე დასვენება უქმე დღეებში. 4. განაჩენის დადგენის დროს დაუშვებელია საქმესთან დაკავშირებით სხვა პირებთან რაიმე ურთიერთობა, აგრეთვე ტელეფონით ან სხვა გზით თათბირი განაჩენში გადასაწყვეტ საკითხებზე. 5. მოსამართლესა და ტექნიკურ თანამშრომელს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მოსამართლეთა თათბირის დროს გამოთქმული მოსაზრებანი. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2000-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    497-ე მუხლის პირველ ნაწილში სათათბირო ოთახში დაიშვება ტექნიკური თანამშრომელი. მე-4 ნაწილში დაემატა ტელეფონით ან სხვა გზით თათბირის აკრძალვა, ხოლო მე-5 ნაწილი თათბირის მოსაზრებათა გახმაურებას კრძალავს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29284257243632731⁵1932672561175⁴⁰497
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს მთავრობის …საერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…